საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 196. პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები , თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია , იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0- პროცენტიანი განაკვეთით .

2.რეზიდენტი ბანკებისათვის კრედიტზე (სესხებზე) გადახდილი პროცენტები არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

3.ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4.რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის მოგებაც ექვემდებარება დაბეგვრას და რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა იმ საგადასახადო წელს, როდესაც შესაბამისი თანხა ბიუჯეტში იქნა გადახდილი.

5.ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, ამასთანავე, აღნიშნული პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი.

6.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

7.საქართველოს საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

8.საქართველოს საწარმოების მიერ გამოშვებული და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3067 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.166

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები , თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია , იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0- პროცენტიანი განაკვეთით . 2. რეზიდენტი ბანკებისათვის კრედიტზე (სესხებზე) გადახდილი პროცენტები არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. 3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. 4. რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის მოგებაც ექვემდებარება დაბეგვრას და რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა იმ საგადასახადო წელს, როდესაც შესაბამისი თანხა ბიუჯეტში იქნა გადახდილი. 5. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, ამასთანავე, აღნიშნული პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი. 6. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 7. საქართველოს საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. 8. საქართველოს საწარმოების მიერ გამოშვებული და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის  14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის  15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის  4 მაისის კანონი №3067 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.166

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №63 · ძალაშია 10 მაი. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 5 აგვ. 2008 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-6 პუნქტში თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტის 25 პროცენტზე მეტობა უნდა დადასტურდეს წინა წლისა და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ემიტენტის ინფორმაციით; დაემატა მე-7 პუნქტი სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტების წყაროსთან დაუბეგრაობის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    მე-3 ნაწილში დაზუსტდა, რომ წყაროსთან დაბეგრილი პროცენტი ფიზიკური პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება; მე-5 ნაწილის ფორმულირება ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებულ პროცენტთან დაკავშირებით შეიცვალა.

  3. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
  4. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    196-ე მუხლის პირველ ნაწილში პროცენტის წყაროსთან განაკვეთი 10%-დან 0%-ზე შეიცვალა, ხოლო პირობა „თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია“ წინადადებაში სხვა ადგილას გადავიდა.

  5. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    196-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეიცვალა ზმნის ფორმა („ჩათვალოს“ → „ჩაითვალოს“); უფლების შინაარსი და პირობა (გადახდის დამადასტურებელი საბუთი) უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19374403868142²19713113413039³ (…1 (და…110 (…33³18196
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი