საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 226. საწარმოს მიწოდების დაბეგვრა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის გადამხდელის მიერ საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამ მუხლის მიზნებისათვის, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ სახის პროდუქციის დამოუკიდებლად გამოშვების ან მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 თავი XXXII დასაბეგრი ოპერაციის და დასაბეგრი იმპორტის განსაზღვრა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ის გადამხდელის მიერ საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამ მუხლის მიზნებისათვის, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ სახის პროდუქციის დამოუკიდებლად გამოშვების ან მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ . საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 თავი XXXII დასაბეგრი ოპერაციის და დასაბეგრი იმპორტის განსაზღვრა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    226-ე მუხლს პირველი ნაწილის ბოლოს დაემატა „დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის“ განმარტება.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    226-ე მუხლის მე-2 ნაწილში მხარეთა შეტყობინების 15-დღიანი ვადა კალენდარულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1631591645050¹ (…48² (…48¹ (…1876292226
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…