საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 225. დაბეგვრის ობიექტი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ა) დასაბეგრი ოპერაცია; ბ) დასაბეგრი იმპორტი; გ ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 241 1 მუხლის მიხედვით .

2.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა); ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა; გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება; ე) საქონლის ექსპორტი; ვ) ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად.

3.დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება: ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში; ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში; გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.

4.საბრუნავი ( მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში , გარდა საცალო ვაჭრობისა , სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით , რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს . თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა , იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ა) დასაბეგრი ოპერაცია; ბ) დასაბეგრი იმპორტი; გ ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 241 1 მუხლის მიხედვით . 2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა); ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა; გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება; ე) საქონლის ექსპორტი; ვ) ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად. 3. დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება: ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში; ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში; გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია. 4. საბრუნავი ( მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში , გარდა საცალო ვაჭრობისა , სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით , რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს . თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა , იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აქტივების მიწოდება შესატანის სახით ახლა ეხება საწარმოს კაპიტალს ზოგადად, „სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო კაპიტალის“ ნაცვლად.

  2. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    225-ე მუხლში არა-დასაბეგრი ოპერაციების ჩამონათვალს დაემატა საგადასახადო ორგანოების მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ქონების რეალიზაცია.

  3. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    225-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ამხანაგობაში წილის სანაცვლოდ ქონების რეგისტრაციის დაბეგვრის შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    225-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება აქტივების შესატანს არა მხოლოდ საწარმოს კაპიტალში, არამედ ამხანაგობაშიც.

  5. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    225-ე მუხლით დასაბეგრი დროებითი შემოტანა გახდა დღგ-ის დაბეგვრის ობიექტი, ხოლო ტარის დაბრუნების 90-დღიანი ვადა კალენდარულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3240241¹2382471115916416372 (დ…73³ (…75¹⁰ …62158103225
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საინვესტიციო საქმიანობ…საქართველოს საბაჟო კოდ…სალიცენზიო და სანებართ…