საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 248. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა.

2.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი.

3.დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

4¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XXXVII გადასახადის დეკლარირება და საანგარიშო პერიოდი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა. 2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. 3. დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი . 4 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XXXVII გადასახადის დეკლარირება და საანგარიშო პერიოდი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მარ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    248 მუხლის პირველ ნაწილში ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვადა მიმღების მოთხოვნიდან მეორე დღეა, ხოლო 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შემთხვევებზე ცალკე წინადადებით არის დადგენილი მომდევნო თვის 12 რიცხვამდე წარდგენის ვალდებულება.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    248-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: ამოღებულია 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების გამონაკლისი პირველი წინადადებიდან, ხოლო ამ შემთხვევებში ფაქტურის გამოწერა და წარდგენა მიმღების მოთხოვნისას მომდევნო თვის 12 რიცხვამდეა დადგენილი.

  3. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    მე-3 ნაწილში არასწორად შევსებული ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების წესი შეიცვალა და ვადად მომდევნო წლის 15 იანვარი განისაზღვრა; დაემატა 4¹ ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007

    248-ე მუხლის პირველ ნაწილში 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მიწოდებებისთვის დაწესდა განსხვავებული ვადა — საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვი; დანარჩენისთვის მე-2 დღის წესი რჩება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶23826418²18072¹16856¹ (…46 (დ…56² (…262465248
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ადმინისტრა…