საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 97¹. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის / მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება მხოლოდ საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენებით .

2.საკონტროლო - სალარო აპარატები უნდა იყოს ქართულენოვანი , ფისკალური მეხსიერების მქონე , სახელმწიფო რეესტრში შეტანილი , ტექნიკურად გამართული , საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული .

3.საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო - სალარო აპარატების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს , მათი ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესებს , სახელმწიფო რეესტრის წარმოების , საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის და საკონტროლო - სალარო აპარატების ( მათ შორის , ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ) დალუქვის წესებს , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოებისა და რეგისტრაციის წესებს , აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

4.საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან : ა ) პირები მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში , სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ; ბ ) ფიზიკური პირები , რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული ( გადამუშავებული ) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში ; გ ) მეწარმე ფიზიკური პირები – ამ კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ლ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში ; დ ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები , რომლებსაც ამ კოდექსით არ აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება ; ე ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე ( სახლებში , ორგანიზაციებში , საწარმოებში ) – საქმიანობის ამ ნაწილში , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით ; ვ ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში ; ზ ) მეწარმე ფიზიკური პირები , რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას , გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან / მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში ; თ ) პირები – ამ კოდექსის 172- ე მუხლის „ დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში .

5.საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ : ა ) საქართველოს კანონმდებლობით საკონტროლო - სალარო აპარატების ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესების დაცვა ; ბ ) საქონლის / მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე საკონტროლო - სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა ( იმ შემთხვევის გარდა , როცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიცემა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ), რომელიც ადასტურებს საქონლის / მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს .

5¹.პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.

6.ამ თავისა და ამ კოდექსის 139- ე მუხლის მიზნებისათვის , მომხმარებლად ჩაითვლება პირი , რომელიც ნაღდი ფულით ( სრულად ან ნაწილობრივ ) ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ / მისაწოდებელ საქონელზე / მომსახურებაზე გადასახდელ თანხას , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც თანხა ანაზღაურდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის / მომსახურების ღირებულების დასაფარავად . საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №7, 20.03.2006წ., მუხ.53 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის / მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება მხოლოდ საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენებით . 2. საკონტროლო - სალარო აპარატები უნდა იყოს ქართულენოვანი , ფისკალური მეხსიერების მქონე , სახელმწიფო რეესტრში შეტანილი , ტექნიკურად გამართული , საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული . 3. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო - სალარო აპარატების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს , მათი ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესებს , სახელმწიფო რეესტრის წარმოების , საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის და საკონტროლო - სალარო აპარატების ( მათ შორის , ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ) დალუქვის წესებს , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოებისა და რეგისტრაციის წესებს , აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი . 4. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან : ა ) პირები მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში , სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ; ბ ) ფიზიკური პირები , რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული ( გადამუშავებული ) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში ; გ ) მეწარმე ფიზიკური პირები – ამ კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ლ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში ; დ ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები , რომლებსაც ამ კოდექსით არ აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება ; ე ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე ( სახლებში , ორგანიზაციებში , საწარმოებში ) – საქმიანობის ამ ნაწილში , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით ; ვ ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში ; ზ ) მეწარმე ფიზიკური პირები , რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას , გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან / მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში ; თ ) პირები – ამ კოდექსის 172- ე მუხლის „ დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში . 5. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ : ა ) საქართველოს კანონმდებლობით საკონტროლო - სალარო აპარატების ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესების დაცვა ; ბ ) საქონლის / მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე საკონტროლო - სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა ( იმ შემთხვევის გარდა , როცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიცემა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ), რომელიც ადასტურებს საქონლის / მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს . 5 1 . პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. 6. ამ თავისა და ამ კოდექსის 139- ე მუხლის მიზნებისათვის , მომხმარებლად ჩაითვლება პირი , რომელიც ნაღდი ფულით ( სრულად ან ნაწილობრივ ) ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ / მისაწოდებელ საქონელზე / მომსახურებაზე გადასახდელ თანხას , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც თანხა ანაზღაურდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის / მომსახურების ღირებულების დასაფარავად . საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №7, 20.03.2006წ., მუხ.53 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2004 – 1 მარ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    97¹ მუხლს დაემატა 5¹ პუნქტი, რომლის თანახმად საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანებისას პირმა დაზიანების აღმოფხვრამდე უნდა შეაჩეროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.

  2. 97¹ მუხლის ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც 172-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში პირებს ეხება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7168172632592812445 (და…24 (დ…730¹1832997¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს საბაჟო კოდ…ფულის გათეთრებისა და ტ…