Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 168

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:ექსპატრიანტის დაბეგვრაპირადი საგადასახადო დაგეგმვასაგადასახადო რეზიდენტობაექსპატრიანტის გადასახადებიუძრავი ქონების გადასახადისაგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები; ბ ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი , სახელმწიფო პენსია , სახელმწიფო კომპენსაცია , სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია , მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით , სახელმწიფო სტიპენდია , სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი ( მათ შორის , ოლიმპიურ თამაშებში , მსოფლიოს ან / და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან / და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები ); გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები; დ) ალიმენტი; ე) განქორწინების საფუძველზე ფიზიკური პირის მიერ მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი); ვ) ფიზიკური პირის მიერ: ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო პრივატიზებისას, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის; ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისა ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით. აღნიშნული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების მიწოდების შემთხვევაში აითვლება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული ქონების მიწოდების ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის; ვ 1 ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი. ამ შემთხვევაში საკუთრების 2-წლიანი ვადა იანგარიშება ფიზიკური პირის მიერ ამ საწარმოში შესაბამისი წილის შეძენის დღიდან, ხოლო წილის სხვადასხვა დროს შეძენის შემთხვევაში 2-წლიანი ვადა იანგარიშება შესაბამისი წილის შეძენის თარიღიდან; ზ ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება ; თ ) საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირისაგან 1000 ლარამდე ღირებულების , ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება ; ი ) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების , ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება ; კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა; ლ) იმ მეწარმე ფიზიკურ პირთა შემოსავალი, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ მხოლოდ „ ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის “ (NACE) შესაბამისად განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთ-ერთს: № საქმიანობის სახე ფართობის მაქსიმალური ოდენობა მ 2 1 2 3 სექცია A 1.

01.41.1 ქვეკლასით გათვალისწინებული მომსახურება: – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით. სექცია D 2.

17.51.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება. 20 3.

17.72.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება. 15 4.

18.22.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებისა. 10 5.

18.23.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – საცვლების წარმოება. 10 6.

18.24.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – თავსაბურავების წარმოება. 10 7.

18.24.9 ქვეკლასით გათვალისწინებული: – დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება. 10 8.

20.51.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება – ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება; – ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება. 20 9.

26.21.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოება. 20 10.

28.75.2 ქვეკლასით გათვალისწინებული: – სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლის და ინვენტარის წარმოება. 20 11.

36.30 კლასით გათვალისწინებული: –მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება – აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის ტუჩის გარმონიკების წარმოება; – სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება ინსტრუმენტების წარმოება. 15 12.

36.62. კლასით გათვალისწინებული: – ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება. 10 სექცია G 13.

50.20 კლასით გათვალისწინებული: – ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. 40 14.

52.7 კლასით გათვალისწინებული: – საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს. 20 15.

52.71 კლასით გათვალისწინებული: – ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი. 20 16.

52.72 კლასით გათვალისწინებული: – საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი. 20 17.

52.73 კლასით გათვალისწინებული: – საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი. 2 18.

52.74.1 ქვეკლასით გათვალისწინებული: – ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი. 10 19.

52.74.9 კლასით გათვალისწინებული: – საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი. 20 სექცია H 20.

55.23.0 ქვეკლასით – სხვა საცხოვრებელი ადგილები– გათვალისწინებული: – საცხოვრებელი ადგილების მოკლე ვადით გადაცემა სოფლის სახლებში (შალებში), კოტეჯებში და ბინებში. 60 სექცია K 21.

74.85.0 ქვეკლასით გათვალისწინებული: – სამდივნო და თარგმნითი მომსახურების გაწევა. 5 22.

93.01.1 ქვეკლასითგათვალისწინებული: – თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება. 20 23.

93.02.0 ქვეკლასითგათვალისწინებული: – თმის დაბანა, შესწორება და კრეჭა, დაწყობა, შეღებვა, შეფერადება, დახვევა, გასწორება და ანალოგიური სამუშაოები მამაკაცებისთვის და ქალებისათვის, აგრეთვე გაპარსვა და წვერის შესწორება. 20 24.

95.0 კლასით გათვალისწინებული: – შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება. მ) 2011 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისათვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს; ნ) პრივატიზების წესით (უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულების მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულება; ო) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; პ) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა და „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით; ჟ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; რ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს; ს) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, აგრეთვე არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში; ტ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი; უ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს; ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში მათ ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქი-რავებლის მიერ გაცემული დახმარება; ღ) ფიზიკური პირის მიერ ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; ყ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ 8 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი; შ) ვირტუალური ზონის ფიზიკური პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებული შემოსავალი.

2.საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე: ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მხედველობის გამო I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის; ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქის; გ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; დ) მარტოხელა დედის; ე) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); ვ) პირის, რომელმაც აღსაზრდელად (შვილობილად) აიყვანა ბავშვი.

3.საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ა) I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ (ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა) კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 1500 ლარამდე; ბ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (პირის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) პირის მიერ აღნიშნულ რეგიონებში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ, ერთ- ან ორშვილიან (პირის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირს აღნიშნულ რეგიონებში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით.

4.თუ ამ მუხლის მე -2 და მე -3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი შეღავათის უფლება , მასზე გავრცელდება მათგან ერთი , უმაღლესი შეღავათი . ამასთანავე , საგადასახადო წლის მიხედვით დაქირავებულ პირს გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით . გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული ვალდებულია , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დამქირავებელს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა . ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს , სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი , განსაზღვრავს დაქირავებული . საქართველოს 2005 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1947 - სსმ I, №45, 01.11.2005წ., მუხ.308 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2467 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.408 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5569 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.396 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №72, 22.12.2010წ.,მუხ.428 თავი XXIII მოგების გადასახადი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №68 · ძალაშია 22 დეკ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    „რ“ ქვეპუნქტში პროცენტის ჩანაწერი სიტყვიერი ფორმით ჩამოყალიბდა. მე-4 ნაწილში ერთზე მეტი შეღავათის წესი ვრცელდება მე-2 და მე-3 ნაწილებზე და დაემატა დაქირავებულის შეღავათის გამოყენების პირობები: ერთი დამქირავებელი, საგადასახადო ორგანოს ცნობა და წყაროს არჩევა დაქირავებულის მიერ.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    168-ე მუხლის მ) ქვეპუნქტში გათავისუფლების ვადა 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე გადაიწია და შეიცვალა ერთი სიტყვა („ასეთი“ → „აღნიშნული“).

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    168-ე მუხლის პირველ ნაწილში „ვ.გ“ ქვეპუნქტი გადაიწერა „მიწოდების“ ტერმინით და დაემატა ეკონომიკური საქმიანობის განმარტება; დაემატა დევნილთათვის გადაცემული ქონების, „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გათავისუფლებები.

  4. 22 დეკ. 2010

    168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათავისუფლება გავრცელდა დევნილისთვის გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებულ შემოსავალზე.

  5. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „შ“ ქვეპუნქტი ვირტუალური ზონის ფიზიკური პირის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდების შემოსავლის გათავისუფლების შესახებ.

  6. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    168-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში ნამეტის წრე გაფართოვდა წილის სანაცვლოდ ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას უძრავი ქონების გადაცემით მიღებული ნამეტით, დაემატა ამ ქონებაზე 2-წლიანი ვადის გაანგარიშების წესი და სხვაგვარად ჩამოყალიბდა უსასყიდლოდ მიღებული ქონების ნამეტის გაანგარიშების ფორმულირება.

  7. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა გათავისუფლების ექვსი ახალი ქვეპუნქტი („ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“).

  8. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2007

    168-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტში გათავისუფლების ვადა 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.

  9. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    168-ე მუხლის პირველ ნაწილში „მ“ ქვეპუნქტი დაქირავებულისთვის გაცემულ ანაზღაურებასაც მოიცავს და დაემატა ახალი „პ“ ქვეპუნქტი მემკვიდრის მიერ აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტის შესახებ.

  10. 31 მაი. 2007· გამოქვეყნდა 17 მაი. 2007

    168-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში დაემატა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც 6 თვეზე მეტი ვადით არის საკუთრებაში; მისი რეალიზაციით მიღებული ნამეტი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

  11. 1 თებ. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში ვადა 2008 წლის 1 იანვრამდეა გაგრძელებული და ამოღებულია სამრეწველო გადამუშავებამდე მიწოდების მითითება.

  12. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    168-ე მუხლის პირველ ნაწილში დაზუსტდა „ვ“–„ი“ ქვეპუნქტები და დაემატა „ო“ ქვეპუნქტი, ხოლო მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში შეღავათი დაუკავშირდა 18 წლამდე კმაყოფაზე მყოფ შვილებსა და რეგიონებში საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.

  13. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათავისუფლებულ შემოსავალთა ჩამონათვალს დაემატა სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია. ასევე დაზუსტდა, რომ დახმარება შეიძლება გამოყოფილი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებითაც.

  14. 1 ნოე. 2005

    168-ე მუხლის პირველ ნაწილში „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი, რომელიც საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 167შემდეგი მუხლი 169

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისგან გათავისუფლების განაცხადები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არარეზიდენტთა დაბეგვრა საქართველოშისერვისის გვერდი
  • საგადასახადო რეზიდენტობის მიღებასერვისის გვერდი
  • საგადასახადო რეზიდენტობის სერტიფიკატისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 14 ცვლილება · ბოლო 22 დეკ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 23 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 230

მიუთითებენ მასზე

მუხლი 97¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 206გადასახადისგან გათავისუფლება
  • 80დაბეგვრის ობიექტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 200ორდენის ან ჯილდოს შემოტანა
  • 181საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 5შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები
  • 3 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი
  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 5საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23097¹58220680111¹⁵…3 (და…110 (…52200181207168
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საკონსულო მოსაკრებლის …გადასახადების ადმინისტ…მაღალმთიანი რეგიონების…