ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 22. საკორესპონდენტო ურთიერთობა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის, მიკრობანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება.

2.ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე , ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “−„ გ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა , განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები : ა ) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლოს რესპონდენტის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი , მათ შორის , მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა რესპონდენტის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო ; ბ ) შეაფასოს რესპონდენტის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა ; გ ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარების ნებართვა ; დ ) მკაფიოდ განსაზღვროს როგორც რესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის , ისე კორესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის ვალდებულებები .

3.ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით , რესპონდენტის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები .

4.აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება , თუ რესპონდენტი ფიქციური ბანკია ან უშვებს , რომ ფიქციურმა ბანკმა მისი ანგარიში გამოიყენოს .

5.აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება , თუ რესპონდენტი უშვებს , რომ კლიენტისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი საკორესპონდენტო ანგარიში საკუთარი სახელით ოპერაციების შესასრულებლად (payable-through account).

6.ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე ან / და მისი მიმდინარეობისას კორესპონდენტს მიაწოდოს ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ( მათ შორის , კონფიდენციალური ინფორმაცია ). საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 13 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁸21⁴⁹421¹222021102373912272822
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ადმინისტრა…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა