Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 7

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 7. მმართველობის ანგარიშგება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაფინანსური ანგარიშგებამართვარისკების მართვაESG შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური.

2.მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კორპორაციული მართვის ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არაფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ის სდპ, რომელიც შეესაბამება პირველი კატეგორიის საწარმოს ზომით კატეგორიას, ამასთანავე, საანგარიშგებო პერიოდში ჰყავს საშუალოდ 500-ზე მეტი დასაქმებული.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის მიმოხილვა, საქმიანობის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ასახავს სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის, სუბიექტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს. იგი სუბიექტის საქმიანობის სრულად გაგებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უნდა მოიცავდეს აუცილებელ ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს, არაფინანსურ ინდიკატორებს, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის, დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან, აგრეთვე წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების შესახებ დამატებით განმარტებებს. საქმიანობის მიმოხილვა ასევე უნდა მოიცავდეს: ა) სუბიექტის განვითარების გეგმებს; ბ) სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევებისა და მისი განვითარების მიმოხილვას; გ) ინფორმაციას სუბიექტის ფილიალების საქმიანობის შესახებ; დ) სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ რისკების მართვის მექანიზმების შესახებ; ე) საკუთარი აქციების შეძენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ე.ა) საანგარიშგებო პერიოდში აქციების შეძენის მიზეზი; ე.ბ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და გასხვისებული აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულება და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ე.გ) აქციების შეძენისათვის ან გასხვისებისათვის განხორციელებული საპასუხო შესრულება; ე.დ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და საკუთრებაში დატოვებული აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულება და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ვ) ინფორმაციას ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით სუბიექტის მიზნებისა და პოლიტიკის შესახებ.

7.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული მართვის ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) სუბიექტისათვის სავალდებულო ან სუბიექტის მიერ საკუთარი სურვილით შერჩეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორპორაციული მართვის კოდექსის და სუბიექტის იმ კორპორაციული მართვის პრაქტიკის მიმოხილვას, რომელიც აღემატება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია მიუთითოს, თუ სად არის ეს კოდექსი საჯაროდ განთავსებული. კორპორაციული მართვის პრაქტიკის მითითების შემთხვევაში სუბიექტი საჯაროს ხდის ამ პრაქტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას; ბ) სავალდებულო ან საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსიდან გადახვევების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნულ კოდექსზე მიუთითებლობის ფაქტებს და შესაბამისი მიზეზების ანალიზს; გ) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესთან დაკავშირებული შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემების მიმოხილვას; დ) აქციონერთა და აქციონერთა საერთო კრების უფლებების და მათი განხორციელების წესების მიმოხილვას; ე) სუბიექტის მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფუნქციონირების მიმოხილვას; ვ) სუბიექტის (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც აკმაყოფილებენ მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოთა კრიტერიუმებს) მიერ თავისი მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გამოყენებული დივერსიფიკაციის პოლიტიკის (ასაკის, სქესის, კვალიფიკაციისა და სხვა) მიმოხილვას, აგრეთვე ინფორმაციას ამ პოლიტიკის მიზნების, გამოყენებული მეთოდების და შესაბამის პერიოდში მიღწეული შედეგების შესახებ. აღნიშნული პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი მიზეზი კორპორაციული მართვის ანგარიშგებაში განიმარტება; ზ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 15 1 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში − შემდეგ მონაცემებს: ზ.ა) კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელოვანი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას; ზ.ბ) იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც განსაკუთრებული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, და ამ უფლების აღწერას; ზ.გ) ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის (კერძოდ, გარკვეული პროცენტის ფასიანი ქაღალდების ან ხმის რაოდენობის მფლობელებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის) შესახებ ინფორმაციას; ზ.დ) მმართველობითი ორგანოს წევრთა დანიშვნასა და შეცვლასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე წესდების ცვლილების შესახებ ინფორმაციას; ზ.ე) მმართველობითი ორგანოს წევრთა უფლებამოსილებების შესახებ ინფორმაციას.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაფინანსური ანგარიშგება მოიცავს სულ მცირე გარემოს დაცვის, სოციალური, დასაქმების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის ზეგავლენის დასადგენად აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის: ა) სუბიექტის ბიზნესმოდელის მოკლე მიმოხილვას; ბ) სუბიექტის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მიმართ გამოყენებული პოლიტიკის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას განხორციელებული კომპლექსური პროცედურებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგების შესახებ. თუ სუბიექტი არ იყენებს ასეთ პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებით ანგარიშგებაში ნათელი და დასაბუთებული განმარტება შეიტანება; გ) სუბიექტის საქმიანობის რისკების ანალიზს, რაც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სუბიექტის ბიზნესურთიერთობებს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე პროდუქციის ან/და მომსახურების შესაძლო უარყოფით ზეგავლენას და სუბიექტის მიერ გამოყენებულ რისკების მართვის მეთოდებს; დ) კონკრეტული საქმიანობის ძირითად არაფინანსურ მაჩვენებლებს; ე) საჭიროების შემთხვევაში – წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ თანხებზე მითითებას და მათ შესახებ დამატებით განმარტებებს.

9.სუბიექტს, რომელიც არის შვილობილი საწარმო, არ ევალება ამ მუხლის მე-8  პუნქტით გათვალისწინებული არაფინანსური ანგარიშგების წარდგენა, თუ შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია ჯგუფის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში.

10.სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები ვალდებული არიან, მმართველობის ანგარიშგება მიაწოდონ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობისა და იმავე საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებებთან თანხვდენილობის თაობაზე. აუდიტის განხორციელების პროცესში სუბიექტის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტორი/აუდიტორული ფირმა განსაზღვრავს არსებით უზუსტობებს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს მათ არსს. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ამოწმებს, ასახულია თუ არა ანგარიშგებაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

11.თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში, სუბიექტი თავისუფლდება აღნიშნული ინფორმაციის მმართველობის ანგარიშგებაში ასახვის ვალდებულებისაგან.

12.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ კატეგორიის ჯგუფებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოთა კრიტერიუმებს.

13.მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამსახურთან შეთანხმებით დაადგინოს შეზღუდვები ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნის მიმართ, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის სდპ-ის ან შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №877 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მდგრადობის ანგარიშგება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული ანგარიშგება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საწარმოს რისკების მართვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • CSR პოლიტიკის შემუშავება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ფასიანი ქაღალდების… 15¹მუხლი 2მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5მუხლი 26მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 6ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა
  • 9ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება
  • 5ფინანსური ანგარიშგება და მისი მომზადებისა და შედგენის ძირითადი პრინციპები

მეწარმეთა შესახებ

  • 56ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
  • 68სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში
  • 57სდპ-ის აუდიტის კომიტეტი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 8მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 29ანგარიშგება და ინსპექტირება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 180საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 25აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹168298180952263065668577
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მეწარმეთა შესახებსახელმწიფო შიდა ფინანს…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო