2.საქართველოს ავიაცია გამოიყენება:
ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;
ბ) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად;
გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;
დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის;
ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის;
ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;
ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;
ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის;
კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება:ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;ბ) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად;გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის;ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის;ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის;კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.საქართველოს 2015 წლის8ივლისის კანონი№3954- ვებგვერდი, 15.07.2015წ.საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…ტრანსპორტის სფეროს მარ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს სახელმწიფო…სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს სარკინიგზო…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა