წყლის შესახებ

მუხლი 74. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წყლის დაცვისა და გამოყენების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია: ა) წყლით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) გაბინძურების, დანაგვიანების და დაშრეტისაგან წყლის დაცვის უზრუნველყოფა; გ) წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია; დ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის წყალსარგებლობის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა; ე) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება; ვ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის, მათ შორის, იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; ზ) წყალსარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება; თ) წყალმოსარგებლეთა, მათ შორის უცხოელების, აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა და წყალსარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.

2.საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები.

3.წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა ხორციელდება აღრიცხვის, მონიტორინგის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2805-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.110 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6164 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1688 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3093 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის განმახორციელებელი სუბიექტების ჩამონათვალიდან თვითმმართველი ერთეულები ამოღებულია; დარჩა სამინისტრო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები.

  2. მე-2 პუნქტში წყლის სახელმწიფო მართვის სუბიექტებს შორის ცალ-ცალკე დასახელდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

  3. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული და მართვის განმახორციელებელ სუბიექტებს შორის აღარ არის ცალკე დასახელებული სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  4. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    74-ე მუხლის მე-2 პუნქტში შეიცვალა წყლის სახელმწიფო მართვის განმახორციელებელ ორგანოთა ჩამონათვალი.

  5. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტში ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია ჩანაცვლდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასახელება შეიცვალა, ავტონომიური რესპუბლიკები დაკონკრეტდა (აფხაზეთი და აჭარა), ხოლო გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ ჩამონათვალში აღარ არის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7342318211357623 (და…613274
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…ცხოველთა სამყაროს შესა…წიაღის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს გარემოს და…