სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 27. დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბენეფიციარის შესახებ მონაცემებს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბენეფიციარს არ აქვს იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია), ღონისძიების გამოყენების საფუძველს, მისი გეგმის დეტალურ აღწერას, ღონისძიებაში მონაწილე მხარეებს, ღონისძიების მიმდინარეობას ეტაპების მიხედვით, შუალედურ დასკვნებს, ღონისძიების ხანგრძლივობას, შედეგს და დასკვნით შეფასებას.

3.სოციალური მუშაკი სოციალური მუშაობის დასრულების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია ბენეფიციარის შესახებ მონაცემები გადასცეს მის შემცვლელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს.

4.დოკუმენტაციის წარმოების წესი და ფორმა განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი.

5.სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია დამუშავებული დოკუმენტაცია შეინახოს სოციალური მუშაობის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ გონივრული ვადით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის ჩასატარებლად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. დოკუმენტაციის შენახვის ვადას განსაზღვრავს აღნიშნული დაწესებულება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბენეფიციარის შესახებ მონაცემებს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბენეფიციარს არ აქვს იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია), ღონისძიების გამოყენების საფუძველს, მისი გეგმის დეტალურ აღწერას, ღონისძიებაში მონაწილე მხარეებს, ღონისძიების მიმდინარეობას ეტაპების მიხედვით, შუალედურ დასკვნებს, ღონისძიების ხანგრძლივობას, შედეგს და დასკვნით შეფასებას. 3. სოციალური მუშაკი სოციალური მუშაობის დასრულების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია ბენეფიციარის შესახებ მონაცემები გადასცეს მის შემცვლელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს. 4. დოკუმენტაციის წარმოების წესი და ფორმა განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი. 5. სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია დამუშავებული დოკუმენტაცია შეინახოს სოციალური მუშაობის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ გონივრული ვადით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის ჩასატარებლად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. დოკუმენტაციის შენახვის ვადას განსაზღვრავს აღნიშნული დაწესებულება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43114326232510 (დ…112122233627
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…ჯანმრთელობის დაცვის შე…პერსონალურ მონაცემთა დ…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა