Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებმუხლი 13

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025
თემები:ქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლების ამოქმედებამდე რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) და მათი ერთმანეთთან შერწყმის შედეგად, აღნიშნული მუხლების ამოქმედებისთანავე შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) უფლებამონაცვლე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქისთვის“ (SMART LOGIC) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში.

2.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლების ამოქმედებამდე უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს: ბ.ა) დებულების დამტკიცება; ბ.ბ) საშტატო ნუსხის შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება; ბ.გ) თავმჯდომარის თანამდებობაზე გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით დანიშვნა; ბ.დ) თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარება.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა.

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) შერწყმის გამო მათი მოსამსახურეები (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) მათივე თანხმობით, კომპეტენციის გათვალისწინებით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ციფრული მმართველობის სააგენტოში ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − დაბალ თანამდებობებზე.

5.საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მონაცემთა გაცვლის სააგენტოში/„სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ციფრული მმართველობის სააგენტოსთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები გაგრძელდეს შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან  დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად.

6.საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლების ამოქმედებამდე განსაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი.

7.საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

8.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მათ ხელახლა გამოცემამდე. აღნიშნულ ბრძანებებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს იუსტიციის მინისტრს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს.

9.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მათ ხელახლა გამოცემამდე. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს შრომის… 10მუხლი 10მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს უფლებამოსილებები
  • 4ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 13გარდამავალი დებულებანი

პროკურატურის შესახებ

  • 84გარდამავალი დებულებები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 70გარდამავალი დებულებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 10გარდამავალი დებულებანი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 113გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1131410157010123313841410146413
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამართლის იურიდ…სახელმწიფო სერვისების …ელექტრონული დოკუმენტის…პროკურატურის შესახებშემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2025