საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 163. საბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილიგიორგი ფანცულაიასალომე ოსეფაშვილი

1.საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

2.საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.

3.საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.

4.საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

5.თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

6.ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს.

7.რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

8.პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

9.საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

10.საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებისას ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ: ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება მოქმედი კანონი; ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება შესაბამისი ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონი; გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან ამ ქმედებისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებამდე ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა.

11.საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

12.პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით.

12¹.პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

13.პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს არ აჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება; გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა საქონლის გაშვებამდე გამოვლინდა.

14.ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.

15.ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

16.საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

17.ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

17¹.ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან.

18.შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 9

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის სანქციის შეფასებისას გამოიყენება საბაჟო კოდექსის შესაბამისი ნორმები და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სიტყვიერი შენიშვნა. სასამართლომ ჯარიმის ნაწილში ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და შემოსავლების სამსახურს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა. საჩივარზე უარის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა უცვლელად დარჩა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    საბაჟო სამართალდარღვევის ოთხი ოქმისა და მათი ძალაში დამტოვებელი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ ოთხი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევისთვის წარმომადგენლის დაჯარიმებას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პასუხისმგებლობის საფუძველი ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით უნდა შეფასდეს. მინდობილობის საფუძველზე მარწმუნებლის სახელით მოქმედი წარმომადგენლის ქმედებები მოცემულ საქმეში სამართლებრივ შედეგებს მარწმუნებლისთვის წარმოშობდა, ხოლო მოპასუხემ წარმომადგენლის მიერ ვადის დარღვევა ვერ დაადასტურა. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სადავო აქტების ბათილად ცნობის შედეგი.

  • დაუშვებლობა (T5)

    საბაჟო დათვალიერების, სამართალდარღვევისა და ფულადი თანხის ჩამორთმევის აქტების, აგრეთვე საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ არადეკლარირებული ფულადი თანხის ჩამორთმევასა და მასთან დაკავშირებული აქტების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ალტერნატიული საბაჟო სანქციებიდან ყველაზე მკაცრის შერჩევა საჭიროებს ინდივიდუალური გარემოებების გამოკვლევასა და იმის დასაბუთებას, თუ რატომ ვერ მიაღწევს მიზანს უფრო მსუბუქი ზომა. სასამართლომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც სამართალდარღვევის ოქმი და ჩამორთმევის დოკუმენტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაუქმდა და ორგანოს ახალი აქტების გამოცემა დაევალა. დათვალიერების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და მისი ძალაში დამტოვებელი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ ვერ დაადასტურეს მოსარჩელის დაჯარიმების საფუძველი შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი.

  • დაუშვებლობა (T5)

    საბაჟო სამართალდარღვევისთვის ავტომობილის ჩამორთმევის ნაწილში ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აქტების კანონიერებას ავტომობილის ჩამორთმევის ნაწილში. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საბაჟო სანქციის შერჩევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს მისი თანაზომიერება და საქმის ინდივიდუალური გარემოებები. პალატამ გაიზიარა დასკვნა, რომ ამ საქმეში ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა სანქციის მიზანს უზრუნველყოფდა, ხოლო ავტომობილის ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებდა სამართალდამრღვევის მდგომარეობას. სასამართლომ ორივე ორგანოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის აქტების ბათილობა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში

    დავა შეეხებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო სამართალდარღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისა და ადმინისტრაციული საჩივრების უარყოფის აქტების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ალტერნატიული სანქციებიდან უფრო მკაცრის შერჩევა საჭიროებს ინდივიდუალური გარემოებებისა და თანაზომიერების შეფასებას. სასამართლოს შეფასებით, ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა სანქციის მიზანს აღწევდა, ხოლო ავტომანქანის დამატებით ჩამორთმევის საფუძველი არ დასტურდებოდა. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. 2. საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. 3. საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით. 4. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს. 5. თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. 6. ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს. 7. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას. 8. პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. 9. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს. 10. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებისას ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ: ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება მოქმედი კანონი; ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება შესაბამისი ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონი; გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან ამ ქმედებისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებამდე ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა. 11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. 12. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით. 12 1 . პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 13. პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს არ აჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება; გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა საქონლის გაშვებამდე გამოვლინდა. 14. ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება. 15. ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. 16. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. 17 1 . ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. 18. შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 ნაწილი პასუხისმგებლობის დაკისრებას უკავშირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არდაკისრებას, მე-13 ნაწილი ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზეც, მე-15 ნაწილში გაფართოვდა გაფრთხილების გამოყენების ჩამონათვალი, ხოლო დაემატა 12¹ და 17¹ ნაწილები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1003091641411651671681691711721731771787090163
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა