ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 16. მესამე პირი / შუამავალი

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება რეგულირებას/ზედამხედველობას. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირი/შუამავალი მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე უნდა შეისწავლოს და უნდა განსაზღვროს მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის რისკი. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/ შუამავალს აქვს სათანადო შესაძლებლობები, რათა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ვალდებულებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად შეასრულოს. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.

2.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას გაითვალისწინოს ინფორმაცია მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. აკრძალულია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი, მართვის ადგილი ან/და ოპერირების ადგილი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. თუ მესამე პირი/შუამავალი იმავე ჯგუფის წევრია, რომლის წევრიც არის ანგარიშვალდებული პირი, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა საკმარისად ადეკვატურია.

3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის შვილობილ საწარმოზე ( შვილობილ ორგანიზაციაზე ) ან ფილიალზე , რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია , თუ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს .

4.ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან / შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “−„ გ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ). ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს , რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში მესამე პირმა / შუამავალმა დაუყოვნებლივ მიაწოდოს საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველი და სხვა დოკუმენტების ასლები .

5.ამ მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის სახელით მოქმედ აგენტზე ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელზე , რომლის ვალდებულებები მის მიერ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება . აღნიშნული აგენტის ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დაცვისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება .

6.ანგარიშვალდებული პირი , რომელიც მესამე პირის / შუამავლის ფუნქციას ასრულებს , უფლებამოსილია ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია , მათ შორის , კონფიდენციალური ინფორმაცია , და დოკუმენტის ასლი კლიენტის თანხმობით გადასცეს სხვა პირს , რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს , ინახავს ინფორმაციას ( დოკუმენტს ) და ექვემდებარება ზედამხედველობას .

7.ანგარიშვალდებული პირი , მისი სახელით მოქმედი აგენტი ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კლიენტის , მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის , ვერიფიკაციის განხორციელების ან / და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით . საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება რეგულირებას/ზედამხედველობას. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირი/შუამავალი მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე უნდა შეისწავლოს და უნდა განსაზღვროს მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის რისკი. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/ შუამავალს აქვს სათანადო შესაძლებლობები, რათა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ვალდებულებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად შეასრულოს. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას გაითვალისწინოს ინფორმაცია მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. აკრძალულია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი, მართვის ადგილი ან/და ოპერირების ადგილი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. თუ მესამე პირი/შუამავალი იმავე ჯგუფის წევრია, რომლის წევრიც არის ანგარიშვალდებული პირი, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა საკმარისად ადეკვატურია. 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის შვილობილ საწარმოზე ( შვილობილ ორგანიზაციაზე ) ან ფილიალზე , რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია , თუ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს . 4. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან / შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “−„ გ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ). ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს , რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში მესამე პირმა / შუამავალმა დაუყოვნებლივ მიაწოდოს საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველი და სხვა დოკუმენტების ასლები . 5. ამ მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის სახელით მოქმედ აგენტზე ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელზე , რომლის ვალდებულებები მის მიერ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება . აღნიშნული აგენტის ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დაცვისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება . 6. ანგარიშვალდებული პირი , რომელიც მესამე პირის / შუამავლის ფუნქციას ასრულებს , უფლებამოსილია ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია , მათ შორის , კონფიდენციალური ინფორმაცია , და დოკუმენტის ასლი კლიენტის თანხმობით გადასცეს სხვა პირს , რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს , ინახავს ინფორმაციას ( დოკუმენტს ) და ექვემდებარება ზედამხედველობას . 7. ანგარიშვალდებული პირი , მისი სახელით მოქმედი აგენტი ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კლიენტის , მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის , ვერიფიკაციის განხორციელების ან / და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით . საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2024

    მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა მესამე პირის წინასწარი შესწავლისა და შესაძლებლობების შემოწმების ვალდებულება, ხოლო მე-2 პუნქტში გაფართოვდა მაღალი რისკის იურისდიქციის კრიტერიუმი და დაემატა ჯგუფის შიგნით დაყრდნობის წესი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202¹21¹132310128821452111216
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფინანსურ კონგლომერატში…დაზღვევის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა