Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 12

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 30.10.2019.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
თემები:ეთიკა და ანტიკორუფციასანქციებისაბანკო შესაბამისობაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაპლატფორმის შესაბამისობაქონებრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირს ან სხვა პირს, რომ, ამ კანონით განსაზღვრული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე, გარიგების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს გადაეცა ან/და ხორციელდება ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლები) ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

5.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი – შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.

6.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების სათანადო ორგანოებისთვის გადაცემის ან/და ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად.

7.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისას დაუშვებელია მონიტორინგის განმახორციელებელი პირების თანამშრომელთა ვინაობის გამჟღავნება.

8.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო – უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების საქართველოს გენერალური პროკურატურის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემის ან მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის წერილობითი ან ზეპირი მითითების ამ კანონის 10 3 მუხლით განსაზღვრული წესით მიცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №483 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.199 საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივლ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2019
  2. 13 დეკ. 2018
  3. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  4. 31 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 10 ივლ. 2015
  5. 31 დეკ. 2014

    პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში დაემატა მითითება, რომ ნორმები ეხება როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს. მე-4 პუნქტში პასუხისმგებლობის გამორიცხვა პირდაპირ მოიცავს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა.

  6. 7 ნოე. 2008

    მე-8 პუნქტში „გენერალური პროკურატურა“ შეიცვალა „საქართველოს მთავარი პროკურატურით“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ დაემატა „საქართველოს“; ზიანის ანაზღაურების წესი უცვლელია.

  7. 11 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 28 მარ. 2008

    12 მუხლში პირველი პუნქტის აკრძალვა ახლა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე ვრცელდება, მე-2 პუნქტი პასუხისმგებლობას ადგენს, საიდუმლოების დაცვა მე-3 პუნქტში გადავიდა. ამოღებული მე-4 პუნქტის ადგილას ჩამოყალიბდა ზიანის ანაზღაურებისა და ვინაობის გამჟღავნების აკრძალვის მე-5–მე-8 პუნქტები.

  8. 1 სექ. 2004· გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    პირველ პუნქტში შეტყობინების აკრძალვა მხოლოდ „შესაბამის ორგანოზე“ გადაცემას ეხება და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი ამოღებულია; მე-4 პუნქტი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11¹შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კორპორატიული გამჭვირვალობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახსრების მოპარვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სოციალური მედიის პლატფორმების წესების დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მამხილებლის დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ოქტ. 2019 · №36

  • 8 ცვლილება · ბოლო 30 ოქტ. 2019
  • 14 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 202ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება
  • 202¹„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 28ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება
  • 39თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 24საბანკო საიდუმლოება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 14მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 42პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³202202¹1029174342212839241412
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…საქართველოს სისხლის სა…ფულის გათეთრებისა და ტ…დაზღვევის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…