ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 20. უჩვეულო გარიგება

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის უჩვეულო გარიგება არის რთული , უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა , რომელსაც აშკარა ეკონომიკური ( კომერციული ) ან კანონიერი მიზანი არ აქვს .

2.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეისწავლოს უჩვეულო გარიგება , მისი მიზანი და საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში საეჭვო გარიგების გამოსავლენად განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე -18 მუხლის პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტის შესაბამისად .

3.ანგარიშვალდებულმა პირმა საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა დაუსაბუთოს , რომ ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა უჩვეულო გარიგება და მიიღო გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3442798²731828102254236332234520
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…მეწარმეთა შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა