ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, სადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს.

2.ანგარიშვალდებულმა პირმა იმ ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.

3.ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ: ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება; ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი; გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია.

4.გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი.

5.გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს.

6.კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება: ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში; ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, სადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა იმ ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ: ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება; ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი; გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი. 5. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს. 6. კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება: ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში; ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2024

    მე-19 მუხლში მაღალი რისკის იურისდიქციასთან კავშირის შემთხვევები გადანაწილდა მე-2 და მე-3 პუნქტებს შორის (მე-3 პუნქტში დაემატა მართვა/ოპერირების კრიტერიუმი), გამონაკლისები გადავიდა მე-4 და მე-5 პუნქტებში და დაემატა კომპეტენტური ორგანოს მე-6 პუნქტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
309¹306462318258123982783319
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…საინვესტიციო ფონდების …არასაბანკო სადეპოზიტო …საგადახდო სისტემისა და…თავისუფლების ქარტიაკომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა