Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 6

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 30.10.2019.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
თემები:ტრანსასზღვრული კრიპტოსავალუტო ოპერაციებივაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგიასაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²567891010¹10²11121313¹141516

1.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ 1 “, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2.ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა (ნაღდი ფულის სახით გადახდილი თანხა) აღემატება 30 000 ლარს.

3.შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მოახდინოს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარიგების მონაწილე პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია.

4¹.ადვოკატი და პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, ვალდებული არიან მოახდინონ კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღონ გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, აგრეთვე შეასრულონ ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი კლიენტისთვის ამზადებენ ან/და ასრულებენ ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ გარიგებას (ოპერაციას): ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა; დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.

4².ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტებზე/საშუალებებზე.

5.საბროკერო კომპანიის მიერ თავისი კლიენტისათვის კომერციული ბანკის მეშვეობით შესრულებული გარიგების შემთხვევაში იდენტიფიკაციის განხორციელება ევალება საბროკერო კომპანიას (ამ შემთხვევაში კომერციულ ბანკს საბროკერო კომპანიის კლიენტის იდენტიფიკაცია არ მოეთხოვება).

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს; ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს); დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება; ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.

7.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები).

8.მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.

9.აკრძალულია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ ანონიმური ანგარიშის ან ფიქციურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან/და წარმოება.

10.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.

10¹.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იურიდიული პირის ( აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის , რომელიც იურიდიული პირი არ არის ) იდენტიფიკაციისას და ვერიფიკაციისას მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის , მისი მფლობელობის და მმართველობის ( კონტროლის ) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ .

10².მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

11.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასთან და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასთან და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში ამ კანონით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისათვის და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.

12.მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) ამ კანონით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

13.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით.

13¹.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი , უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი , საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული , კლიენტის ( მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები . დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში , აგრეთვე ამ მუხლის მე -13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას .

14.თითოეული კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან ანგარიშის გახსნამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, რომელთა დროსაც კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება შესაძლებელია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.

16.მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4518 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.83 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 -სსმ I, №66.03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4066 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 29 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 ივლ. 2015
  2. 31 დეკ. 2014

    მე-6 მუხლში დაემატა 4², 10¹, 10² და 13¹ პუნქტები და მე-11 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა მესამე პირზე დაყრდნობის ახალი პირობებით. მე-9 პუნქტის აკრძალვა ახლა ეხება ყველა მონიტორინგის განმახორციელებელ პირს.

  3. 10 დეკ. 2013

    მე-6 მუხლის პირველ პუნქტში გამონაკლისი პირების ჩამონათვალს დაემატა მე-3 მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები, ხოლო ახალი 4¹ პუნქტით იდენტიფიკაციის ვალდებულება დაეკისრა ადვოკატს და საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ჩამოთვლილ გარიგებებზე.

  4. 1 მაი. 2010· გამოქვეყნდა 13 აპრ. 2010

    მე-7 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა — მონაცემები მოწმდება დოკუმენტების საფუძველზე, ერთიანი მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ფორმულირებით; ახალი მე-12 პუნქტი იძლევა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული ბაზებით სარგებლობის უფლებას.

  5. 11 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 28 მარ. 2008

    დაემატა ანონიმური ან ფიქტიურ სახელზე ანგარიშის გახსნისა და წარმოების აკრძალვა (7¹ პუნქტი) და მე-11 პუნქტი საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდული განახლების შესახებ. მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებში ანგარიშზე მიბმული ტერმინები შეიცვალა „მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირით“.

  6. 31 მარ. 2007

    მე-7 პუნქტში არარეზიდენტი იურიდიული პირის დოკუმენტების ლეგალიზაციის ვალდებულება შეიცვალა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ანგარიშის გახსნისას სახელმწიფოს მიერ გამოცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულებით. ტექსტს დაემატა 8–10 პუნქტები ბენეფიციარის დადგენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნისა და მესამე პირზე დაყრდნობის შესახებ.

  7. 1 სექ. 2004· გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    პირველ პუნქტში გაფართოვდა იდენტიფიცირებადი პირთა წრე (ყველა პირი, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული გარიგების შემთხვევაში — მესამე პირიც); დაემატა 2¹ პუნქტი წინასწარი იდენტიფიკაციის შესახებ; მე-5 და მე-6 პუნქტებში გაფართოვდა იდენტიფიკაციის მონაცემები და მისაღები დოკუმენტები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების რეგულირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • OTC გარიგებების ორგანიზება დიდი მოცულობისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავალუტო შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ქირის კონტროლთან შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ოქტ. 2019 · №36

  • 7 ცვლილება · ბოლო 29 ივლ. 2015
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 3მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15მუხლი 6¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 11პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები
  • 25სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
  • 18გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 7გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 202ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება
  • 202¹„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 24პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

მეწარმეთა შესახებ

  • 208ინტერესთა კონფლიქტი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 28გადარიცხული და ჩარიცხული თანხების ოდენობ ები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 33დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235156¹202202¹32728241125182086
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სისხლის სა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…მეწარმეთა შესახებ