Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 9

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 30.10.2019.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
თემები:შერწყმა და შეძენაIP დიუ დილიჯენსიარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით.

1¹.თუ ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, ცდის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.

2.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს იდენტიფიკაციის შეუძლებლობის ან საიდენტიფიკაციო მონაცემების ან გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენის დღესვე, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს – გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავშირებულია მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება თავის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

3.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული) არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე.

4.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4518 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.83 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 10 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 დეკ. 2013

    მე-9 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ადვოკატი იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ეჭვის ან შეუძლებლობის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის ადვოკატთა ასოციაციას, ხოლო ასოციაცია ცნობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგენს.

  2. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: ნორმატიული აქტით დადგენილი გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, ეხება მე-5 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას ზოგადად და არა მხოლოდ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულს; ფრჩხილებში მითითებული ანგარიშგების ფორმა ამოღებულია.

  3. 11 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 28 მარ. 2008

    მე-3 პუნქტში დაემატა სიტყვა „შენახვაზე“, რითაც დათქმა „თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე“ მიმართულია ანგარიშგების უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის მოთხოვნისკენ.

  4. 31 მარ. 2007

    მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში ანგარიშგების 5-წლიანი შენახვა ახლა ეხება შესაბამის ფორმას (წერილობითს ან ელექტრონულს); ამოღებულია ობიექტური მიზეზებით კომუნიკაციის საშუალებით ანგარიშგების წესი, ხოლო გამონაკლისების ნორმაში „ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმები“ შეიცვალა „წერილობითი ან ელექტრონული ფორმა“-ით.

  5. 1 სექ. 2004· გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-4 პუნქტში ალტერნატიული ანგარიშგება უკავშირდება ობიექტურ მიზეზებს და ხდება კომუნიკაციის არსებული საშუალებით, სიტყვიერის ნაცვლად; დაემატა მე-5 პუნქტი სამსახურის ნორმატიული აქტით გამონაკლისების განსაზღვრის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრანზაქციების მონიტორინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A დიუ დილიჯენსი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A IP ნდობის შემოწმება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ოქტ. 2019 · №36

  • 5 ცვლილება · ბოლო 10 დეკ. 2013
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 25სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
  • 28ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება
  • 36მითითება გარიგების შეჩერების შესახებ

ადვოკატთა შესახებ

  • 5ადვოკატის მოვალეობები
  • 7პროფესიული საიდუმლოება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 202ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება
  • 202¹„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 124¹საბანკო ანგარიშების მონიტორინგი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 93სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37⁵მონიტორინგის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
557202202¹3229124¹37⁵252836939
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…ადვოკატთა შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…