Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 140

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 140. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო ბუნებრივი გაზის საწარმოებთან, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლების ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან და კომისიასთან კონსულტაციებით, ამ კანონის 139-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შეზღუდვის გარეშე შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნულ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების შედეგების შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

2.ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა: ა) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის დონეებს; ბ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიული მომხმარებლების, მათ შორის, შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლების, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შედეგად მათზე განხორციელებული ზემოქმედების სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით, აგრეთვე კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე ზემოაღნიშნული პირების სამინისტროსთან ურთიერთობის ფორმებს; გ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეული დონისათვის სამინისტროსა და იმ ორგანოების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებზედაც განხორციელდა უფლებამოსილების დელეგირება; დ) უზრუნველყოფს, რომ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და ინდუსტრიულ მომხმარებლებს კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან მიმართებით რეაგირების მოხდენის ჯეროვანი შესაძლებლობა ჰქონდეთ; ე) განსაზღვრავს საჭიროების შემთხვევაში იმ ღონისძიებებსა და მოქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლო გავლენის შერბილების მიზნით, ცენტრალური გათბობის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე და ბუნებრივი გაზის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებაზე; ვ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე განსახორციელებელ დეტალურ პროცედურასა და ღონისძიებებს, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის შესაბამის სქემებს; ზ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის მმართველ პირს ან პირთა ჯგუფს და მათ როლს კრიზისის მართვის პროცესში; თ) განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმების როლს განსაზღვრული დონის საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში; ი) განსაზღვრავს დაგეგმილი ან საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი არასაბაზრო მექანიზმების როლსა და მათი განხორციელების პროცედურას, აგრეთვე აფასებს კრიზისის დასაძლევად მათი გამოყენების აუცილებელ მასშტაბებსა და შესაბამის ზეგავლენას. არასაბაზრო მექანიზმების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის სამართავად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო მექანიზმების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მოხმარებლისთვის, მათ შორის, დაცული მომხმარებლებისთვის, მიწოდებას; კ) განსაზღვრავს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეებთან კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან დაკავშირებით თანამშრომლობის მექანიზმებს; ლ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოს ანგარიშგების ვალდებულებას განგაშის გამოცხადებისა და საგანგებო მდგომარეობის ეტაპებზე; მ) განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ამ მოქმედებების მონაწილე მხარეთა შორის კომერციული ხელშეკრულებების დადებას და ბუნებრივი გაზის საწარმოებისათვის კომპენსაციის გადახდას კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მოქმედებებმა შესაძლოა ასევე მოიცვას ტრანსსასაზღვრო შეთანხმებები ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს ან/და ბუნებრივი გაზის საწარმოებს შორის.

წინა მუხლი 139შემდეგი მუხლი 141

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 139

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 141საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი გაზის სექტორში
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები
  • 139ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზომები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 52კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 7ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო მართვა
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 8ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 16საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
  • 44¹სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 49ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
725¹²895521644¹1391411322249140
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სურსათის/ცხოველის საკვ…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…სამოქალაქო უსაფრთხოები…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026