ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 90. ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის საცავის მაქსიმალური სიმძლავრე სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით.

2.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტი.

3.ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლება არ გამოიყენება ან არაეფექტიანად გამოიყენება. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცავის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორეულ ბაზარზე.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე 1 დღით ადრე მაინც. კარი VIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზი თავი XXII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და ფუნქციები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის საცავის მაქსიმალური სიმძლავრე სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტი. 3. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლება არ გამოიყენება ან არაეფექტიანად გამოიყენება. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცავის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორეულ ბაზარზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე 1 დღით ადრე მაინც. კარი VIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზი თავი XXII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და ფუნქციები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2425¹²125¹9526231899670862290
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა