ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 98. პირდაპირი ხაზები. მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქსელის მოწყობილობებით სარგებლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის აშენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი აპირებენ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება; ბ) თუ ბუნებრივი გაზის საწარმო და მომხმარებელი აპირებენ ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება.

2.ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მშენებლობისა და ოპერირებისათვის საჭიროა კომისიის წინასწარი თანხმობა. კომისია განსაზღვრავს ავტორიზაციის მინიჭების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმოები უფლებამოსილი არიან პირდაპირი ხაზები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის ადგილისთვის, შვილობილი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად.

4.ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ამ კანონის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვაზე ორმხრივი ხელშეკრულების ან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების მეშვეობით.

5.კომისია უფლებამოსილია პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაცია მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ არსებობს გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარი, ამ კანონის 58-ე, 66-ე ან 79-ე მუხლის შესაბამისად.

6.კომისია უფლებამოსილია უარი თქვას პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაციის მინიჭებაზე, თუ ასეთი ავტორიზაცია ხელს შეუშლის საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელებას, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლის დაცვას.

7.გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრე, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8.თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი XXV. ახალი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურა, რომელიც 2007 წლის 1 იანვრამდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში შესული)

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის აშენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი აპირებენ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება; ბ) თუ ბუნებრივი გაზის საწარმო და მომხმარებელი აპირებენ ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება. 2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მშენებლობისა და ოპერირებისათვის საჭიროა კომისიის წინასწარი თანხმობა. კომისია განსაზღვრავს ავტორიზაციის მინიჭების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმოები უფლებამოსილი არიან პირდაპირი ხაზები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის ადგილისთვის, შვილობილი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად. 4. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ამ კანონის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვაზე ორმხრივი ხელშეკრულების ან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების მეშვეობით. 5. კომისია უფლებამოსილია პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაცია მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ არსებობს გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარი, ამ კანონის 58-ე, 66-ე ან 79-ე მუხლის შესაბამისად. 6. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაციის მინიჭებაზე, თუ ასეთი ავტორიზაცია ხელს შეუშლის საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელებას, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლის დაცვას. 7. გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრე, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი XXV. ახალი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურა, რომელიც 2007 წლის 1 იანვრამდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში შესული)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²181627197367³677910140112298
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა