იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 12. უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიდავით ელისაბედაშვილი

1.უზრუნველყოფის აქტივები ემიტენტის სხვა ქონებისგან სეგრეგირებული აქტივების ერთობლიობაა . დაუშვებელია ამ აქტივების მიმართ ნებისმიერი ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მესამე პირთა მოთხოვნების გამო , გარდა პროგრამის კრედიტორთა შემდეგი მოთხოვნებისა : ა ) იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები ; ბ ) პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნები .

2.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელებს ) აქვთ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების ამ მოთხოვნათა მოცულობის პროპორციულად , ემიტენტის სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილების უფლება , რისთვისაც საჭირო არ არის ემიტენტსა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს შორის გირავნობის ან სხვა უპირატესი დაკმაყოფილების უფლების დადგენის შესახებ სპეციალური ხელშეკრულების დადება .

3.მესამე პირებს ეკრძალებათ უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე ემიტენტის მოთხოვნათა გაქვითვა . ეს აკრძალვა არ ვრცელდება რეგისტრირებული დერივატივიდან ( დერივატივებიდან ) გამომდინარე მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვაზე .

4.უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე მოთხოვნები , რომლებიც ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულგაანგარიშებაში არ გაითვალისწინება ან მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინება , უზრუნველყოფ ის აქტივების გაერთიანების შემადგენელი ნაწილია და მათზე სრულად ვრცელდება ამ კანონით დადგენილი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლება .

5.ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივებსა და მათ მიმართ რეფინანსირების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაზე .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹82³2863018701057176516222412
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…ფასიან ქაღალდებად გარდ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა