Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 71

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 71. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზიაქტივების მართვადეცენტრალიზებული ფინანსებიბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაპერსონალური ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ თითოეული ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის, რომელსაც იგი მართავს, დადგენილი იყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების დამოუკიდებელი შეფასებისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული შესაფერისი და თანამიმდევრული პროცედურები.

2.საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა ადგენდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის მარეგულირებელ წესებს.

3.აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ერთეულის წმინდა ღირებულების გამოთვლა და ერთეულის მფლობელთათვის გამჟღავნება საქართველოს კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.

4.შეფასების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ აქტივების შეფასება და  ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით.

5.ერთეულის მფლობელებს უნდა ეცნობოთ შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის შედეგები სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესით.

6.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შეფასება განახორციელოს ერთ-ერთმა შემდეგმა პირმა: ა) თავად აქტივების მმართველმა კომპანიამ იმ პირობით, რომ შეფასების პროცესი ფუნქციურად დამოუკიდებელი იქნება პორტფელის მართვისგან, ხოლო ანაზღაურების პოლიტიკითა და სხვა ღონისძიებებით უზრუნველყოფილი იქნება ინტერესთა კონფლიქტის მართვა და თანამშრომლებზე არასათანადო ზეგავლენის თავიდან აცილება; ბ) გარე შემფასებელმა, რომელიც არის აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო ფონდისა და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირებისგან დამოუკიდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

7.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს გარე შემფასებლის დანიშვნის შესახებ. თუ გარე შემფასებელი არ შეესაბამება ამ მუხლის მე-8 პუნქტის ან ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ახალი გარე შემფასებლის დანიშვნა.

8.გარე შემფასებელი უნდა იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საინვესტიციო ფონდის აქტივების შესაფასებლად.

9.გარე შემფასებელს ეკრძალება შეფასების ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.

10.აქტივების მმართველი კომპანია პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდის აქტივების სათანადო შეფასებისთვის, აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლისა და მისი გამოქვეყნებისთვის. გარე შემფასებლის დანიშვნა გავლენას არ ახდენს საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების წინაშე აქტივების მმართველი კომპანიის პასუხისმგებლობაზე.

11.გარე შემფასებელი პასუხისმგებელია აქტივების მმართველი კომპანიის წინაშე საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის.

12.აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ მუხლით დადგენილი წესები აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

13.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასებისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები. თავი XIII საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია

წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 72

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სერია A დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DeFi პროტოკოლის სამართლებრივი აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ადმინისტრირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 18საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი
  • 27ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები
  • 70ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 12აქტივების მმართველი კომპანია

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 15უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის მოვალეობები და უფლებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1252⁴23¹86528¹11182770153771
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…არასახელმწიფო საპენსიო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026