Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 21

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 21. რეგულირებული შეთანხმების არსი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:შერწყმა და შეძენასტარტაპის იურიდიული მომსახურებასასესხო ხელშეკრულებებიპროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღებასაკრედიტო ინსტრუმენტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.რეგულირებული შეთანხმება არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით მიღწეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თითოეული კრედიტორი მინიმუმ იმდენს მიიღებს, რამდენსაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე თანახმაა.

2.რეგულირებული შეთანხმების მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, შენარჩუნება, რაც გამორიცხავს ამ შეთანხმების ფარგლებში მის ლიკვიდაციას.

3.რეგულირებული შეთანხმება შეიძლება დაიდოს და შესრულდეს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მონაწილეობით.

4.რეგულირებული შეთანხმების დასადებად წარმართული მოლაპარაკების პერიოდზე არაუმეტეს 2 თვის ვადით ვრცელდება ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. მოვალე უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესებით არ გამოიყენოს მორატორიუმი.

5.რეგულირებული შეთანხმების დასადებად სავალდებულო არ არის შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ქონებრივი სიკეთის/სარგებლის განაწილებისას არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ჯგუფში პროპორციულობის პრინციპის დაცვა იმ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა რეგულირებულ შეთანხმებას; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით კრედიტორთა მოთხოვნების განსაზღვრა და კრედიტორთა რეესტრის შედგენა. რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოვალესა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უფლება აქვთ, ამ თავით დადგენილი წესით შეადგინონ კრედიტორთა რეესტრი. ამ დროს კრედიტორებს უნდა მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები.

6.გაკოტრების მინიმუმის გამოანგარიშებისას და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი.

7.რეგულირებული შეთანხმების შესრულების შედეგად სრულად და საბოლოოდ შესრულებულად მიიჩნევა მოვალის ყველა ვალდებულება, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მომენტისთვის არსებობდა და რომლებსაც რეგულირებული შეთანხმება სრულად ან ნაწილობრივ მოიცავდა.

8.რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, აგრეთვე კრედიტორს ანიჭებს უფლებას, სასამართლოში შეიტანოს მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება.

9.ამ თავის მიზნებისთვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის სავალდებულოა მოვალის პარტნიორთა უმრავლესობის თანხმობა, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მოვალის პარტნიორთა ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მფლობელ პარტნიორთა თანხმობა. აღნიშნული თანხმობა უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ნებართვას.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა24 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SaaS ხელშეკრულებები24 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული წარდგენები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 55

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 36რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების სამართლებრივი შედეგები
  • 42რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტა
  • 38დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 292საგადასახადო შეთანხმების არსი
  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 45შერეული შესყიდვა
  • 37ჩარჩოშეთანხმება

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 7ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
  • 2ზოგადი დებულებები

კონკურენციის შესახებ

  • 7კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 4ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებადობა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 57კოლექტიური ხელშეკრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72292129¹57745535364238453721
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…საგადასახადო დავალიანე…კონკურენციის შესახებფინანსური გირავნობის, …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024