გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია/შერბილება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება; ბ) ამ საფრთხის შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, თუ, აღნიშნული პირის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრილი არ არის.

2.დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისთვის ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის) საფუძველზე ამ საფრთხესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მოსთხოვოს.

3.თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს: ა) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ბ) მისცეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

4.საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

5.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას აკონტროლებს დეპარტამენტი.

6.თუ საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

7.საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გაწეული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება; ბ) ამ საფრთხის შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, თუ, აღნიშნული პირის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრილი არ არის. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისთვის ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის) საფუძველზე ამ საფრთხესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მოსთხოვოს. 3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს: ა) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ბ) მისცეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 4. საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას აკონტროლებს დეპარტამენტი. 6. თუ საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. 7. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გაწეული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25713861581815512710334
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…სამრეწველო ემისიების შ…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს სახელმწიფო…ადამიანის ორგანოთა გად…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა