მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 29. სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას ახორციელებენ სააგენტო და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანო.

2.სააგენტოს უფლებამოსილება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სფეროებზე, აგრეთვე იმ სფეროებზე, რომლებშიც მომხმარებლის უფლებების დაცვას შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს.

3.თუ სააგენტოს წარედგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სფეროში მომხმარებლის უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ განცხადება, სააგენტო აღნიშნულ განცხადებას შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გადაუგზავნის და ამის თაობაზე განმცხადებელს აცნობებს.

4.სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად: ა) შეისწავლის მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლების შესაძლო დარღვევის ისეთ ფაქტს, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა; ბ) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვს სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და განსაზღვრავს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების გონივრულ ვადას. სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს და შემდგომ უნდა დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად; ბ 1 ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ამ კანონის 34-ე მუხლის 4 1 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესახებ; დ) იწვევს მხარეებს/დაინტერესებულ პირებს ახსნა-განმარტებების მისაღებად; ე) საჭიროების შემთხვევაში მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) საქმის შესწავლის შედეგად მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მას მოსთხოვს დარღვევად მიჩნეული ქმედების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეწყვეტას; თ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას; ი) უფლებამოსილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უსამართლოდ მიჩნევის შემთხვევაში იმავე ეკონომიკურ სექტორში მოქმედ მოვაჭრეებს ან მათ გაერთიანებებს აუკრძალოს მსგავსი უსამართლო სტანდარტული პირობის გამოყენება ან რეკომენდაციის გაცემა, რომ ასეთი პირობა გამოიყენონ; კ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა; ლ) ახორციელებს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს; მ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ; ნ) ახორციელებს ღონისძიებებს მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3300 - ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3938 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹21⁸⁴21⁹⁴20¹64¹1816843439282231629
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომერციის …საქართველოს ეროვნული ბ…დეპოზიტების დაზღვევის …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა