ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 27. საპენსიო სქემის აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ლაშა სოზაშვილი

1.სპეციალიზებული დეპოზიტარი საპენსიო სქემის აქტივებს ინახავს საკუთარი აქტივებისა და სხვა კლიენტების აქტივებისგან ან სხვა საპენსიო სქემების აქტივებისგან განცალკევებით. საპენსიო აქტივები, რომლებიც ინახება სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან მესამე პირთან, რომელსაც სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები მიენიჭა, არ ექვემდებარება აღსრულებას ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მესამე მხარის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე შეტანილი არ იქნება სალიკვიდაციო ან გადახდისუუნარობის მასაში, თუ მათ მიმართ აღძრულია გადახდისუუნარობის, სალიკვიდაციო ან სხვა მსგავსი საქმის წარმოება.

2.სპეციალიზებულ დეპოზიტართან შენახული საპენსიო აქტივები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეორადად სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციამინიჭებული მესამე პირის მიერ, როგორც საკუთარი აქტივი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. საპენსიო აქტივების მეორადი გამოყენება გულისხმობს შენახულ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებას, მათ შორის, მათ გადაცემას, გირავნობას, გაყიდვასა და გასესხებას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31²52³267243637341225282327
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა