ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 35. ანაზღაურების პოლიტიკა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან საკუთარი საქმიანობების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრონ ანაზღაურების პოლიტიკა ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ საპენსიო სქემებს, ასრულებენ საკვანძო ფუნქციებს და რომელთა საქმიანობები არსებით ზეგავლენას ახდენს საპენსიო სქემის რისკის პროფილზე. აღნიშნული ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ყოველწლიურად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: ა) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ დაცულ იქნეს საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები და საპენსიო სქემების მონაწილეებისა და ბენეფიციარების გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; ბ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს საპენსიო სქემების მონაწილეებისა და ბენეფიციარების გრძელვადიან საუკეთესო ინტერესებს; გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; დ) საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან განსაზღვრონ ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ, აგრეთვე პასუხისმგებელი იყვნენ მისი განხორციელებისთვის; ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად. თავი VII საპენსიო ფონდი და საპენსიო აქტივების მართვა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2052³15728¹61528273263935
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა