Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებმუხლი 3

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 3. ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023
თემები:საწარმოს ღირებულების განსაზღვრასტარტაპის იურიდიული მომსახურებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში საქმიანობა ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითად საქმიანობად მიიჩნევა, თუ ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების მთლიანი აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიანი აქტივების 40 პროცენტს აჭარბებს.

2.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი თითოეული სექტორის მიერ განხორციელებული კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ ფინანსური სექტორის გასაშუალოებული მაჩვენებლები აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამის 10 პროცენტს აჭარბებს; ბ) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნის 10 პროცენტს აჭარბებს.

3.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს გადააჭარბებს.

4.ფინანსური კონგლომერატის უმცირეს ფინანსურ სექტორად მიიჩნევა სექტორი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უმცირესი გასაშუალოებული მაჩვენებლები აქვს, ხოლო უდიდესი ფინანსური სექტორი არის სექტორი უდიდესი გასაშუალოებული მაჩვენებლებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული მაჩვენებლების გამოთვლისთვის საბანკო და საბროკერო სექტორების მაჩვენებლები ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამასთანავე, აქტივების მმართველი კომპანიები უნდა მიეკუთვნონ იმ სექტორს, რომლებსაც ისინი ჯგუფის ფარგლებში ეკუთვნიან, ხოლო თუ აღნიშნული კომპანიები არ ეკუთვნიან არცერთ ფინანსურ სექტორს, ისინი უნდა მიეკუთვნონ ჯგუფის უმცირეს ფინანსურ სექტორს.

5.თუ ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვარს, ან თუ ჯგუფი აკმაყოფილებს აღნიშნულ ზღვარს, მაგრამ მისი უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს არ აჭარბებს, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების საერთო შეთანხმებით ჯგუფი შეიძლება არ იქნეს ცნობილი ფინანსურ კონგლომერატად ან/და მასზე არ გავრცელდეს ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნები, თუკი შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არ არის აუცილებელი ან შეუსაბამოა/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ან/და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გასაჯაროვდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

6.შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან საერთო შეთანხმებით: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში რომელიმე საწარმო გამორიცხონ/არ გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ზღვრებისა და მაჩვენებლების გამოთვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო საქართველოდან მესამე სახელმწიფოშია გადატანილი და დასტურდება, რომ მისი ადგილმდებარეობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის თავის არიდების გამო შეიცვალა; ბ) დამატებითი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად მომდევნო 3 წლის განმავლობაში უგულებელყონ ჯგუფის ფინანსური კონგლომერატისთვის დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის მოთხოვნა ჯგუფის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით; გ) უდიდესი ფინანსური სექტორის გარდა, ნებისმიერი სხვა ფინანსური სექტორიდან გამორიცხონ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საწარმოს მონაწილეობა, თუ აღნიშნულ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისთვის, თუმცა, საზედამხედველო ორგანოების შეფასებით, დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ისინი ერთობლივად არ არიან მნიშვნელოვანი.

7.ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებენ კოორდინატორის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე.

8.შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მიზნებისთვის, საერთო შეთანხმებით მთლიანი აქტივების ერთ ან რამდენიმე პარამეტრს დაუმატონ ისეთი კრიტერიუმი ან ეს პარამეტრი ან პარამეტრები ჩაანაცვლონ ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა: ა) შემოსავლის სტრუქტურა; ბ) არასაბალანსო საქმიანობა (ბალანსგარეშე აქტივები); გ) სამართავად გადაცემული მთლიანი აქტივები.

9.კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მაჩვენებლები − 40 პროცენტი და 10 პროცენტი, აგრეთვე ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორისთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ქვედა ზღვარი − 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად შეიძლება 3 წლის განმავლობაში შეიცვალოს − შესაბამისად, 35 პროცენტითა და 8 პროცენტით და 5 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტით, თუ ფინანსური კონგლომერატის მიმართ უკვე ხორციელდება დამატებითი ზედამხედველობა. კოორდინატორი უფლებამოსილია შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით აღნიშნულ პერიოდში ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს ქვედა ზღვრების უფრო დაბალი ზღვრებით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული, მთლიან აქტივებთან დაკავშირებული გამოთვლები უნდა განხორციელდეს ჯგუფის საწარმოების შესაბამისი მონაცემების აგრეგაციით, მთლიანი აქტივების საფუძველზე, მათი წლიური ანგარიშების მიხედვით. იმ საწარმოების მთლიანი აქტივების გამოთვლისას, რომლებშიც სხვა საწარმოები მონაწილეობენ, გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანი აქტივების მოცულობები მათი მონაწილეობის წილის პროპორციულად. კონსოლიდირებული ანგარიშგების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გამოიყენება კონსოლიდირებული ანგარიშები. ამასთანავე, კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები დათვლილი უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების დაცვით.

11.შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ ყოველწლიურად ხელახლა უნდა შეფასდეს დამატებითი ზედამხედველობის გამოყენების საკითხი და ამ მუხლით გათვალისწინებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, აგრეთვე უნდა გადაიხედოს ჯგუფების მიმართ გამოყენებული რისკზე დაფუძნებული შეფასებები.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სერია A დოკუმენტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საცალო ვაჭრობის სივრცეების (retail) ბაზრის კვლევა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის (IFRS/GAAP)სერვისის გვერდი
  • კომერციული სატრანსპორტო ფლოტის (ავტოპარკის) შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-19

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 6მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 4ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა
  • 7რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები
  • 5რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 6ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 5მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 119კონცენტრაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 21ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 9ეკონომიკური საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5272129611925684723
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…ფაქტორინგის შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…უკანონო შემოსავლის ლეგ…საქართველოს ეროვნული ბ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2023