Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებმუხლი 8

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 8. რისკების მართვის პროცესები და შიდა კონტროლის მექანიზმი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023
თემები:საბანკო შესაბამისობარისკების შეფასებარისკების მართვასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაეთიკა და ანტიკორუფციაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებული არიან ფინანსური კონგლომერატის დონეზე ჰქონდეთ რისკების მართვის ადეკვატური პროცესები და შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმი, მათ შორის, გონივრული და ეფექტიანი ადმინისტრაციული და საანგარიშგებო პროცედურები.

2.რისკების მართვის პროცესები უნდა მოიცავდეს: ა) ჯანსაღ მართვასა და მმართველობას, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, ფინანსური კონგლომერატის შესაბამისი მმართველი ორგანოების მიერ ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებულ/პოტენციურ რისკებთან დაკავშირებული სტრატეგიისა და პოლიტიკის დამტკიცებასა და პერიოდულ გადახედვას; ბ) კაპიტალის ადეკვატურობის სათანადო პოლიტიკას, რათა შესაბამისად შეფასდეს ფინანსური კონგლომერატის ბიზნესსტრატეგიის გავლენა მის რისკის პროფილსა და კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნებზე ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად; გ) ადეკვატურ პროცედურებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რისკების მონიტორინგის სისტემების სათანადო ინტეგრირება დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალი საწარმოების ორგანიზაციულ სისტემაში. ამასთანავე, ეს სისტემები აღნიშნულ საწარმოებში ისე უნდა დაინერგოს, რომ შესაძლებელი იყოს რისკების შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება ფინანსური კონგლომერატის დონეზე; დ) შესაბამის პროცედურებს, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს გაჯანსაღებისა და რეზოლუციის (რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების) ადეკვატური და ეფექტიანი ჩარჩოს არსებობა. ეს პროცედურები რეგულარულად უნდა გადაიხედოს და განახლდეს.

3.შიდა კონტროლის მექანიზმი უნდა მოიცავდეს: ა) კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მატერიალური რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების, აგრეთვე კაპიტალის/გადახდისუნარიანობის და რისკების ურთიერთმიმართების შეფასების ადეკვატურ მექანიზმს; ბ)  რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიან საანგარიშგებო და სააღრიცხვო პროცედურებს.

4.ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალ საწარმოებს უნდა ჰქონდეთ შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმი დამატებითი ზედამხედველობის განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემების (ინფორმაციის) ეფექტიანად დამუშავებისთვის.

5.ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებული არიან საზედამხედველო ორგანოებს მათ მიერ დადგენილი წესით, რეგულარულად მიაწოდონ ამ საწარმოების სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ყველა რეგულირებული საწარმოს, არარეგულირებული შვილობილი საწარმოსა და ფილიალის შესახებ ინფორმაციას.

6.ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა რეგულირებულმა საწარმოებმა ყოველწლიურად, ფინანსური კონგლომერატის დონეზე, საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილი წესით, სრულად ან შესაბამის ინფორმაციაზე მითითებით საჯარო უნდა გახადონ ინფორმაცია საწარმოების სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ რისკების მართვის პროცესებსა და შიდა კონტროლის მექანიზმს კოორდინატორი აფასებს და აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საზედამხედველო ღონისძიებებს.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ანტიკორუფციული პოლიტიკა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპტიური დაზღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული გამჭვირვალობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-19

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 3მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 7რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები
  • 11კოორდინატორის ამოცანები
  • 5რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 32რისკების მართვა

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 10ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტები
  • 13კონტროლის ღონისძიებები
  • 6ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზანი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 27ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები
  • 28ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 29შესაბამისობის კონტროლის სისტემა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 7რისკის მართვა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 8მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8101367292728325611378
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…ნებაყოფლობითი კერძო პე…სახელმწიფო შიდა ფინანს…საინვესტიციო ფონდების …ფულის გათეთრებისა და ტ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2023