Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებმუხლი 6

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 6. კაპიტალის ადეკვატურობა/გადახდისუნარიანობის მარჟა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023
თემები:ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებიწილებისა და აქციების შეფასებასაინვესტიციო ანალიზირისკების მართვასაბანკო შესაბამისობაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობა კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის კუთხით ხორციელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2.კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი: ა) ბუღალტრული კონსოლიდაციის მეთოდი, რომლის მიხედვით, ჯგუფის საწარმოების კაპიტალი და ჯგუფის საწარმოების კაპიტალის მიმართ მოთხოვნები გამოთვლილი უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების მიხედვით (შესაბამისი კონსოლიდირების მიდგომით); ბ) ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდი, რომლის მიხედვით, გაითვალისწინება გამოშვებული კაპიტალის პროპორცია/თანაფარდობა, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მშობელი საწარმო ან საწარმო, რომელიც ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოში მონაწილეობს; გ) კომბინაციის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას.

3.კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოორდინატორი საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე. საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან აღნიშნულ გამოთვლის მეთოდებთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა რეგულირებულმა საწარმოებმა ფინანსური კონგლომერატის დონეზე უნდა უზრუნველყონ კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამასთანავე, ფინანსურ კონგლომერატში შემავალ რეგულირებულ საწარმოებს ფინანსური კონგლომერატის დონეზე უნდა ჰქონდეთ კაპიტალის ადეკვატურობის ეფექტიანი პოლიტიკა.

4.კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას აფასებს კოორდინატორი. კოორდინატორი უფლებამოსილია აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო საზედამხედველო ზომები. კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალი სულ მცირე წელიწადში ერთხელ გამოითვალოს რეგულირებულმა საწარმომ ან შერეულმა ფინანსურმა ჰოლდინგურმა საწარმომ. ამ გამოთვლის შედეგები და ამისთვის საჭირო შესაბამისი მონაცემები კოორდინატორს ეგზავნება. აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნისთვის პასუხისმგებელია ფინანსური კონგლომერატის სათავეში მყოფი რეგულირებული საწარმო, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ის რეგულირებული საწარმო, რომელიც კოორდინატორმა განსაზღვრა სხვა შესაბამის საზედამხედველო ორგანოებსა და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის საფუძველზე.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნების გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი ზედამხედველობის სფეროში ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ სექტორში შემავალი ყველა საწარმო, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.

6.კოორდინატორი უფლებამოსილია ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ზოგიერთი საწარმო გამორიცხოს/არ გაითვალისწინოს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ საწარმო მდებარეობს მესამე სახელმწიფოში, რომელიც ინფორმაციის ამ სახელმწიფოს გარეთ გადინებასთან დაკავშირებით ცალკეულ სამართლებრივ შეზღუდვებს ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტორული ზედამხედველობის წესები შეიძლება განსაზღვრავდეს საზედამხედველო ორგანოს ვალდებულებას, განმცხადებელს უარი უთხრას შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შეფერხების გამო; ბ) თუ საწარმო ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის უმნიშვნელოა. თუ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე რამდენიმე საწარმო გამორიცხულია/გათვალისწინებული არ არის კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას, თუმცა მათი ერთობლივად გათვალისწინება გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია, ისინი ერთობლივად უნდა იქნეს გათვალისწინებული; გ) თუ საწარმოს გათვალისწინება შეუსაბამოა/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ან არ არის გამართლებული რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს კოორდინატორი შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

7.თუ კოორდინატორი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რომელიმე რეგულირებულ საწარმოს გამორიცხავს/არ გაითვალისწინებს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან ფინანსური კონგლომერატის სათავეში მყოფი საწარმოსგან გამოითხოვონ სათანადო ინფორმაცია საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპტიური დაზღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპიტალის უკანონო გადაკოპირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სერია A დოკუმენტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალტერნატიული საინვესტიციო სცენარების შედარებითი ანალიზი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-19

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 11მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 5რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო
  • 7რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები
  • 11კოორდინატორის ამოცანები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁶დამატებითი ზედამხედველობა

დაზღვევის შესახებ

  • 14ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82¹დამატებითი ზედამხედველობა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 6ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 21ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 119კონცენტრაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 40რეგულირებული შეთანხმების შესრულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 56საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

კონკურენციის შესახებ

  • 31თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
142152⁶5631611982¹408113576
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…საქართველოს ეროვნული ბ…დაზღვევის შესახებსაინვესტიციო ფონდების …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2023