Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 10

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ტოკენომიკა და დიზაინიბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹2²3455¹

1.განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმა­რებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნი­ლი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას; ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყო­ფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსა­ხორ­ცილებლად; გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტრო­ენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის; დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის); ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის); ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს და არსებობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი, რის გამოც, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გონივრულია დეპოზიტის მოთხოვნა.

1¹.განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ: ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას; ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.

2.დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო  აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

2¹.აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით.

2².განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.

3.დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ: ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინ­დისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებუ­ლებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებ­ლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა); გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დეპოზიტის მოთხოვნისას, აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის წინაპირობა.

4.თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებუ­ლია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოით­ვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმა­რებლის ელექტრო­ენერგიის მრიცხველის რეალუ­რი ჩვენების შესაბამისად.

5.განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არ  გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას და არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.

5¹.კომისიაში განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.06.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 12 აგვ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  2. 15 დეკ. 2020· გამოქვეყნდა 25 ნოე. 2020
  3. 5 მაი. 2020
  4. 5 ივნ. 2019
  5. 28 თებ. 2019· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2018
  6. 31 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2018
  7. 30 დეკ. 2015
  8. 2 ოქტ. 2015

    მე-2 პუნქტში დეპოზიტის ზღვარი დროში შეიზღუდა 3¹ პუნქტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე; დაემატა 2¹ პუნქტი 6 თვის ვადაში გადაანგარიშების ვალდებულებით.

  9. 28 სექ. 2012

    მე-5 პუნქტში გადანაწილების ვადა ახლა არანაკლებ ორი კალენდარული წელია, ხოლო ახალი 5¹ პუნქტით დავის განხილვისას ვადას კომისია განსაზღვრავს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 10¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირჟის ანგარიშის აღდგენა და დაბლოკვის საკითხების მოგვარება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • Vesting-ის და სუპლაის განრიგის სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 9 ცვლილება · ბოლო 25 ნოე. 2020
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 30მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 10თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 141დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 17დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 78გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 82დახურული გამანაწილებელი სისტემა
  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30¹საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

საზღვაო კოდექსი

  • 155

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
155101119¹3014130¹171778825710
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …ენერგეტიკისა და წყალმო…საგადახდო სისტემისა და…