„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

1¹.თუ გამანაწილებელი ქსელის ერთ წერტილში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ-ზე ნაკლებია, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელზე მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.

2.საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენ­ზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალი­სწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიც­ხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიც­ხველი). ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყო­ბილობები, მათ შორის ელექტროდანადგარები.

3.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწ­ყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4.ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელექტრო­დანადგარები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეც­ვლა ან ხელყოფა.

5.აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართვე­ლოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარ­ტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.

6.მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

7.ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.

8.თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტრო­ენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმა­რებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9.განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, ამასთან: ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით; ბ) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით; გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.

10.მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადი­ნების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტრო­ენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტრო­ენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმარ­თულებით).

11.თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზია­ტისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუა­ლებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონ­ტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.

12.თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ-ერთი შემდეგი წესით: ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში; ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა-მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 28 თებ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  2. „ბ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვები „იმ შემთხვევაში“ და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის ქმედებით დაზიანების დამტკიცებას. „გ“ ქვეპუნქტში ამოღებულია ფრჩხილებში მოცემული დათქმა სადარბაზოში მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესახებ.

  3. მე-7 პუნქტში მრიცხველის დამონტაჟების ადგილს დაემატა 50 მეტრის ზღვარი, ხოლო სხვა პირობის დადგენის საფუძვლები ალტერნატიულად ჩამოყალიბდა.

  4. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა გამონაკლისის მითითება და ზმნათა მრავლობითი ფორმა, ხოლო ახალი 1¹ პუნქტი იძლევა მრიცხველის გარეშე შეთანხმების შესაძლებლობას 1 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრისას. ახალი 12 პუნქტი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს აძლევს 0,380 კვ აღრიცხვის კვანძის მოთხოვნის უფლებას ორი წესით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3367¹77¹3864³ (…34803824256
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ელექტრონული კომუნიკაცი…