„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 5. მომსახურების გაწევა

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნების­მიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

2.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების  ტექნიკურუსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.

3.განაწილების ლიცენზიატი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმე­ბის თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალ­დებუ­ლია, დაუშვას განაწილების ლიცენზიატის წარმომად­გენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტრო­დანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი ­დო­კუ­მენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.

3¹.როდესაც  განაწილების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).

4.მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარა­გების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის მრიცხველის და ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

5.მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭი­როებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწი­ლების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო კვებით უზრუნველ­­ყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორ­მებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტო­ფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშ­ნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტრო­ენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებ­ლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნ­და განხორ­ციელდეს განცალკევებულად).

6.განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყო­ფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსა­ხორ­ცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწი­ლების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნ­ქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინ­ტე­რესებული პირის მიერ განაწილების ლიცენ­ზიატთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივი­დუალური აღრიცხვის გარეშე ელექტროდანადგარის (დენმიმღების) ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარე­ბული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროდანადგარის (ელექტროდანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორ­ციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრის, მისი გამოყენების საანგარიშო 0.5 კოეფიციენტის და დღის განმავლობაში 8-საათიანი გამოყენების ნამრავლის საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს; დ) დროებითი მიერთების მსურველმა განაწილების ლიცენზიატს უნდა აცნობოს, თუ რა ვადით ესაჭიროება გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. აღნიშნული ვადის ამოწურვისას (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია  გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიით მომარა­გების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

8.მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი  ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 20 აპრ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 26

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  3. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2019
  4. · გამოქვეყნდა 18 მარ. 2019
  5. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2018
  6. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2018
  7. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2018
  8. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  9. · გამოქვეყნდა 21 მარ. 2016
  10. მე-5 მუხლში დაემატა დროებითი მიერთების „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მიერთების ვადის შეტყობინებას და ვადის ამოწურვისას მიერთების საფასურის მოთხოვნას ან მიწოდების შეწყვეტას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2025515622288171314785
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…სააღმზრდელო საქმიანობი…საჯარო სამართლის იურიდ…დაზღვევის შესახებ