Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 171

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 171. ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:აზარტული თამაშებიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისაგადასახადო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია: ა) ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება; ბ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა; გ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; დ) ფიზიკური პირისთვის მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს ან იმ ფიზიკური პირის პირველი რიგის მემკვიდრეს: დ.ა) რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში; დ.ბ) რომლის ქონებაც აუქციონის ან სხვა წესით შეიძინა მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით; ე) ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება წიგნის ფორმითაც გამოიცეს; ვ) სეს ესნ 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიწოდება, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგით გადაცემა (მიწოდება); თ) სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით; ი) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევისა; კ) იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული; ლ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა; მ) მუნიციპალიტეტისთვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა; ნ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა; ო) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 26 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუ­მ­რ­ოს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში; პ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელი არ არის. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად არ განიხილება; ჟ) სეს ესნ-ის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება; რ) თიზ-ის საწარმოს მიერ თიზ-ის სხვა საწარმოსთვის საქონლის მიწოდება; ს) თიზ-ის საწარმოს მიერ იმავე თიზ-ის სხვა საწარმოსთვის მომსახურების გაწევა; ტ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება; უ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა; ფ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომლის მონაწილე მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო; ქ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა; ღ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება; ყ) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

2.დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დასაბეგრი პირის მიერ იმ საქონლის მიწოდება, რომელიც მის მიერ გამოყენებულია ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული რომელიმე საქმიანობისთვის, თუ აღნიშნული საქონლის შეძენისას არ წარმოშობილა ან/და არ გამოყენებულა დღგ-ის ჩათვლის უფლება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2016 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 4 ივნ. 2015 – 1 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  4. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ბოლო გადახდის ვადა ახლა უკავშირდება დროებით შემოტანის პროცედურის და არა სასაქონლო ოპერაციის დასრულებას.

  5. 27 დეკ. 2019
  6. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  7. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    171-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი გაკოტრებამდელი წარუდგენელი დღგ-ის დეკლარაციების 15-დღიანი ვადით წარდგენის ვალდებულებით და დაწყების შემდგომ პერიოდებზე დეკლარაციის არ წარდგენით.

  8. 25 ივნ. 2012

    მე-3 ნაწილში საქონლის იმპორტისას დღგ-ს გადახდა დაექვემდებარა იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილ წესს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 170შემდეგი მუხლი 172

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისგან გათავისუფლების განაცხადები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლატარიის სამართალისერვისის გვერდი
  • ლოტერეის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • ხელშეკრულებები დსთ-ს ქვეყნებთანსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 8 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 15 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 170მუხლი 172მუხლი 173მუხლი 26¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 169გადასახადების ადმი… 67 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 172დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება
  • 170შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში
  • 169ზოგადი დებულებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
  • 67 (დანართი 1)დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 8სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 11⁷მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 9დაბალი რისკის მომსახურება / პროდუქტი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 20საბანკო საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
814³11⁷2017017216917326¹67 (დ…72 (დ…73² (…2079171
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საბაჟო კოდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026