უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტი

1.ამ კანონის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2.ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანებულება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

3.ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაასრულოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების გატარება.

4.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება.

5.საზედამხედველო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).

5¹.ფინანსურმა ინსტიტუტებმა 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის.

5².მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან , ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით უზრუნველყონ სათანადო ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა , ამ კანონის მე -6 მუხლის 10 1 და 10 2 პუნქტებით გათვალისწინებული კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომების გავრცელება იმ კლიენტებზე , რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობა 2015 წლის 1 იანვრისათვის . ამასთანავე , მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ასეთი კლიენტების მიმართ ადრე მიღებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომების მიღების დროს და მიღებული ინფორმაციის შესაბამისობას .

6.ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადაში: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მიღებული ინფორმაციის კეთილსინდისიერი გამოყენება და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება; ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატაროს ანგარიშსწორების უნაღდო ფორმების გამოყენებისა და გავრცელების გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებები და წარმოადგინოს საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც შეიზღუდება დამნაშავე პირების მიერ კომერციული ბანკების კონტროლი. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 31 დეკ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2019
  2. დაემატა 5² პუნქტი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს აკისრებს მე-6 მუხლის 10¹ და 10² პუნქტებით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომების არსებულ კლიენტებზე გავრცელებას არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, ასევე ადრე მიღებული ზომებისა და ინფორმაციის შესაბამისობაზე ყურადღების მიქცევას.

  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-15 მუხლს დაემატა 5¹ პუნქტი, რომლითაც ფინანსურ ინსტიტუტებს 2012 წლის 31 დეკემბრამდე ეკისრებათ მე-6 მუხლის მოთხოვნების გავრცელება 2012 წლის 1 იანვრისთვის არსებულ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე.

  4. · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-4 პუნქტში გარდამავალი ვალდებულება გადანაწილდა სამსახურსა და მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს შორის და ვადა ამოღებულია; მე-5 პუნქტში სანქციების წესი მოიცავს დაკისრებას, ფინანსური სანქციების ჩათვლით, და 6-თვიანი ვადა აღარ არის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6816813327051282411 (დ…9 (და…271603315
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფაქტორინგის შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო შიდა ფინანს…საქართველოს ეროვნული ბ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…