Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებმუხლი 19

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 19. ნებართვის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანოები

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005
თემები:ტრანსპორტისაავიაციო ლიცენზირებაზოგადი ბიზნესიექსპორტის კონტროლიდაბინძურების კონტროლირეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებართვის სახეები და შესაბამისი ნებართვის გამცემი ორგანოებია: ა) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და სახიფათო ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ბ) საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო მოცულობების რეალიზაციის, არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ან/და საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია; გ) საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციასთან, კონსტრუირებასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების დამზადებასა და მონტაჟთან, მომსახურებასა და რემონტთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენებასთან (გარდა ნავთობისა და გაზის სფეროებისა), სახელმწიფოს დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირებასთან, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია; დ) ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ე) განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ვ) ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ზ) გარემოსდაცვითი ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; თ) საბაჟო საწყობების (გარდა საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული საწყობების) საქმიანობის, უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის, საბაჟო კონტროლის ქვეშ და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი. ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალი-ერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; კ) ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; ლ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; მ) ქვეყნის ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის (გარდა თემატური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) ნებართვა ­– საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ნ) ტყითსარგებლობის ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ო) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში: ო.ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის,), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ო.ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო; ო.გ) ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ო.დ) შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო; ო.ე) პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური; ო.ვ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტისა და ტრანზიტის, ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ო.ზ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი; ო.თ) აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური; ო.ი) კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური; ო.კ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ო.ლ) არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ნებართვა („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ჟ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ნებართვა – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; რ) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ტირის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო უც­ხო სა­ხელ­მწი­ფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვი­ზი­ტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ ია­რა­ღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შე­მო­ტანისა და საქართველოდან გა­ტა­ნის ნებართვა – საქართველოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი; ს) საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ტ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; უ) (ამოღებულია); ფ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ქ) ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ღ) საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ყ) (ამოღებულია); შ) ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ო­ნი­რე­ბისა და ექ­სპო­ნი­რე­ბის ნებართვა – სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო; „ჩ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანის (გატანის) წინასწარი ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

2.რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან/და მისი შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები გასცემენ შემდეგი სახის ნებართვებს: ა) მშენებლობის ნებართვა (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვისა); ბ) ადგილობრივი (საქალაქო, საგარეუბნო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; გ) ადგილობრივი სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით, 7 კაცამდე) გადაყვანის ნებართვა; დ) არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვა.

3.სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ან/და მისი შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები გასცემენ შემდეგი სახის ნებართვებს: ა) გარე ვაჭრობის ნებართვა; ბ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლის გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება შემოღებულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობისადმი (მმართველობისადმი) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კანონით გაუთვალისწინებელი საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის ნებართვა, რომელსაც გასცემენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ორგანოები კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში ნებართვის მაძიებლის მიერ შესაბამისი საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე.

5.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე საქმიანობისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ ნებართვას გასცემს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო. საქართველოს 2002 წლის 19 ივნისის კანონი №1521 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.89 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2176 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.103 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2248 – სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.78 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2394 – სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.114 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3056 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.218 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №605 – სსმI, №36, 08.12.2004წ., მუხ.166 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №660 – სსმI, №38, 24.12.2004წ., მუხ.182 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №815 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.194 საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1058 – სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1182 – სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.97 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1583 – სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.196

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2005
  2. 19 აპრ. 2005
  3. 16 აპრ. 2005· გამოქვეყნდა 17 მარ. 2005
  4. 1 იან. 2005· გამოქვეყნდა 8 დეკ. 2004
  5. 25 დეკ. 2004
  6. 24 დეკ. 2004
  7. 7 ოქტ. 2004
  8. 1 ოქტ. 2003· გამოქვეყნდა 18 სექ. 2003
  9. 24 ივნ. 2003
  10. 2 ივნ. 2003
  11. 1 ივნ. 2003· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2003
  12. 17 იან. 2003
  13. 26 ივლ. 2002· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2002
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული ობიექტის მშენებლობის ნებართვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავიაკომპანიის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • გარე რეკლამის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2005-06-24 · №19

3
ციტირებულია მუხლი
13
ცვლილება
ბოლო 2005-06-27
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41მუხლი 1საქართველოს აღმასრ… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 20ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 26ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5¹საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები
  • 5³საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები
  • 5²ნებართვების გამცემი ორგანოები

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5ნებართვის გაცემის წესი
  • 4¹ნებართვის გამცემი და მისი უფლება-მოვალეობები

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 59საავიაციო საქმიანობის ნებართვა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 5საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 5ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰411232026554¹5¹5³5²59519
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს აღმასრულებ…სამეწარმეო საქმიანობის…საავტომობილო ტრანსპორტ…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს საჰაერო კო…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2005