მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მ ისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც არ სებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი ; ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელი ა კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად ; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) . (ძალადაკარგულია მე-5 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/693,857 – ვებგვერდი, 12.06.2019წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
მუხლი 5. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო
- ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია
„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
არაკონსტიტუციურია ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.
- პროცესუალური / დასაშვებობა
ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
- 62226.01.2015კონსტიტუციური სარჩელიპროცესუალური / დასაშვებობა
- 58124.03.2014კონსტიტუციური სარჩელიპროცესუალური / დასაშვებობა
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- დოქტრინული დასაშვებობა (T5)
როგორ უნდა შეფასდეს დასაქმებულის დარღვევის სიმძიმე და გათავისუფლების პროპორციულობა?
დასაქმებული მოითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას განმარტა, რომ გათავისუფლება უნდა იყოს პროპორციული და უკიდურესი ღონისძიება, ხოლო დარღვევის სიმძიმე ინდივიდუალურად ფასდება. მოცემულ გარემოებებში მან პერსონალური მონაცემების პირადი ინტერესით დათვალიერება უხეშ დარღვევად მიიჩნია და განმარტა, რომ მსუბუქი სანქცია დამსაქმებლის ნდობას ვერ აღადგენდა. სასამართლომ სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და განუხილველად დატოვა.
- დაუშვებლობა (T5)
რა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნისას?
დასაქმებული ყოფილი დამსაქმებლისგან ითხოვდა 25 200 ლარის ანაზღაურებას იმ მიუღებელი შემოსავლისთვის, რომელიც, მისი მტკიცებით, სახელფასო ინფორმაციის გამჟღავნების გამო ახალ დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულების გაუფორმებლობით დაკარგა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა ზიანის წინაპირობები და შემოსავლის მიღების ობიექტური საფუძველი, თუმცა სადავო მიზეზობრივი კავშირი არ დადასტურებულა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და არსებითად არ განიხილა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2023
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი
ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო
კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი
იურისტი
კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
ავთანდილ კუჭავა
CEO
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

