პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 40². პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები

რედაქცია №33კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს; დ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს; ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში; ზ) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; თ) უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.

3.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2199 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 15 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 იან. 2012 – 1 მარ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71613692064267¹3377640²
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს დაზვერვის …სამოქალაქო უსაფრთხოები…