Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 40³

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 40³. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადა

რედაქცია №33კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.03.2024.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
თემები:რეგულატორული დაცვამონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

2.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი ცხადდება და საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. ამ საკონკურსო კომისიის წევრები არიან: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 11 კვირისა და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. საკონკურსო კომისიის წევრთა წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი.

4.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა.

5.საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად.

6.საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან თუ ორივე კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

7.თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე იქნა არჩეული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ იქნა არჩეული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომდევნო დღიდან.

8.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. პირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 იან. 2012 – 1 მარ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022

    დაემატა სამსახურის უფროსის არჩევის სრული წესი: კონკურსი, კომისიის შემადგენლობა, ვადები და პარლამენტის მიერ არჩევა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 40²შემდეგი მუხლი 40⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მომსახურება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DPO მომსახურება (აუთსორსინგი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2023 · №33

  • 1 ცვლილება · ბოლო 13 იან. 2022
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 54მუხლი 55²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 67¹პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 19სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 33პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 7სამსახურის უფროსის არჩევა
  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 35საქართველოს სახალხო დამცველი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 6სააგენტოს უფროსი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 189საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა
  • 212საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 15²საზოგადოებრივი დამცველისა და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15²355455²71019667¹32331892127640³
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პროკურატურის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს კონსტიტუცი…