პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 55². გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №33კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 40 3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და  საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში; გ) ამ კანონის 40 3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა ვადებმა შეინარჩუნოს მოქმედება და ისინი ხელახალი კონკურსის გამოცხადების მომენტიდან აითვალოს.

2.თუ საქართველოს პარლამენტი მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად წარდგენილ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტამდე აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტიდან. თუ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს მისი არჩევის მომდევნო დღიდან.

3.შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

4.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სათანადო ქონებით აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა 2022 წელს ფინანსდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00).

6.ამ კანონის 40 10 მუხლით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი VII I. დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 იან. 2012 – 1 მარ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 იან. 2022

    ახალი 55² მუხლი ადგენს გარდამავალ წესებს: უფროსის პირველი არჩევის ვადებს, მისი უფლებამოსილების დაწყებას, კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და ქონებით აღჭურვის ვადას (2022 წლის 1 აპრილი), 2022 წლის დაფინანსებას და ანგარიშის წარუდგენლობას 2022 წელს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15²71440¹⁰40³751281967¹148818919355²
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახელმწიფო…პროკურატურის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…თავისუფლების ქარტიასაჯარო სამართლის იურიდ…