Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 28

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაციფრული ბანკინგიკრიპტო ლიცენზირებაგადახდის სისტემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია - 16.11.2023, №3714) .

2.ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, მართვისა და კონტროლის სისტემები, შეესაბამება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ წესს (მისი დადგენის შემთხვევაში); კ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა; ლ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის; მ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; ნ) იმის შესახებ, თუ ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელი ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების განხორციელებას გეგმავს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი; ო) რომლებიც დაადასტურებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემის მომენტში ლიცენზიის მაძიებელი შეძლებს უზრუნველყოს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2¹.ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია უნდა შეიცავდეს იმ ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც ცენტრალურ დეპოზიტარს ამ ლიცენზიის საფუძველზე აქვს მინიჭებული.

3.პირებს, რომლებსაც არ აქვთ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

4.(ამოღებულია - 16.11.2023, №3714) . საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება აგრეთვე ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიას . აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად . [ 1. (ამოღებულია - 16.11.2023, №3714) . (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში); [ ი) იმის შესახებ, რომ მისი ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, მართვისა და კონტროლის სისტემები, შეესაბამება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ წესს (მისი დადგენის შემთხვევაში); (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] კ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა; ლ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის; მ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; [ ნ) იმის შესახებ, თუ ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელი ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების განხორციელებას გეგმავს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი; ო) რომლებიც დაადასტურებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემის მომენტში ლიცენზიის მაძიებელი შეძლებს უზრუნველყოს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] [ 2 1 . ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია უნდა შეიცავდეს იმ ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც ცენტრალურ დეპოზიტარს ამ ლიცენზიის საფუძველზე აქვს მინიჭებული. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)]ოდენობა. 3. პირებს , რომლებსაც არ აქვთ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია , უფლება არა აქვთ , საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „ ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი “ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია , რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს . 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს. [ 4. (ამოღებულია - 16.11.2023, №3714) . (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული ფულის პროვაიდერის ლიცენზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნეობანკის ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38მუხლი 9ლიცენზიებისა და ნე… 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 29ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო პირობები
  • 27საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები
  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 23შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ
  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 3¹წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 5მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენა
  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 16საპენსიო კომპანიის ლიცენზირების პირობები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 20აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23249389292724933¹20541628
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…ლიცენზიებისა და ნებართ…არასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026