მეწარმეთა შესახებ

მუხლი 5¹. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ ამ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

2.საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

3.საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას.

3¹.„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების მიზნით დაინტერესებული პირი წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

5.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

5¹.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

5².თუ პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა იმგვარი ცვლილება, რომელზედაც დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, როგორც წილის მესაკუთრეს, გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად ითვლება.

6.„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული გადაწყვეტილება არის საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების საფუძველი. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი წყდება.

7.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1341 – სსმ I, №6, 02.04.2002 წ., მუხ.35 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ ამ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. 2. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. 3. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას. 3 1 . „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების მიზნით დაინტერესებული პირი წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით. 5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. 5 1 . შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 5 2 . თუ პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა იმგვარი ცვლილება, რომელზედაც დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, როგორც წილის მესაკუთრეს, გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად ითვლება. 6. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული გადაწყვეტილება არის საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების საფუძველი. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი წყდება. 7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1341 – სსმ I, №6, 02.04.2002 წ., მუხ.35 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 ოქტ. 2020 – 1 აპრ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
  3. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2010

    მე-3 პუნქტში სააქციო საზოგადოების აქციონერთა და წილების ცვლილების ნორმა სიტყვათწყობით გადაკეთდა (წესდებაში ცვლილება და რეესტრში რეგისტრაცია კვლავ არ არის მოთხოვნილი). მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაში მოიცვა ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის რეესტრში ასახვა.

  4. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    5¹ მუხლის პირველ პუნქტში განცხადების შინაარსის ნაცვლად მოცემულია ხელმძღვანელის ვალდებულება, მე-2 პუნქტი ითხოვს წესდების დართვას, ხოლო მე-3 პუნქტი ცვლილების ძალაში შესვლას ახალ რეესტრს უკავშირებს.

  5. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    მე-6 პუნქტში ბეჭდის დასმის ნორმა ჩანაცვლდა რეგისტრაციაზე უარის საფუძვლებით (განცხადება 2 ეგზემპლარად, სანოტარო დამოწმება); მე-7 პუნქტი ადგენს რეესტრში 51.4 პუნქტის „ა“–„გ“ მონაცემების შეტანას, ხოლო მე-8 პუნქტი გადასახდელებისგან გათავისუფლებას ავრცელებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე.

  6. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    5¹ მუხლი გადანაწილდა 5¹.1–5¹.9 პუნქტებად: დაზუსტდა ანკეტის წარდგენის, სანოტარო დამოწმების, შინაარსის, 1-დღიანი ვადის და უარის ორი საფუძვლის წესი. ძველი მე-3–მე-16 პუნქტები ჩანაცვლდა ერთი 5¹.9 პუნქტით სახელმწიფო ბაჟისა და სხვა გადასახდელის გადაუხდევინებლობის შესახებ.

  7. · გამოქვეყნდა 19 აპრ. 2001

    კანონს დაემატა 5¹ მუხლი, რომელიც ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციას საგადასახადო ორგანოს ანიჭებს და აწესრიგებს ანკეტას, ვადებს, უარის საფუძვლებსა და რეესტრს.

  8. 5¹ მუხლის მე-12 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: საგადასახადო ორგანო ანკეტაზე ბეჭდის დასმასთან და თარიღისა და ნომრის მითითებასთან ერთად ანიჭებს კოდს, რომელიც სტატისტიკის კოდადაც ჩაითვლება; ამოღებულია ანკეტის ერთი პირის განმცხადებლისთვის დაბრუნების წესი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹20³9171315115513²14128645¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…