1.უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).
2.განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე (ძირითადი და დამატებითი) და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყების და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
3.უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
4.საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
5.საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
უზენაესმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მსჯავრი ძალაში დატოვა, თუმცა დიდი ოდენობით ქონების დაუფლების კვალიფიკაცია ამორიცხა და ბრალდების ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. პალატამ ასევე ამორიცხა უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატება, რადგან განაჩენი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ იყო მოყვანილი. ძალაში დარჩა ამ საქმეზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 5 თვითა და 3 დღით; უცხო ქვეყნის სასჯელის მოხდის საკითხი ცალკე უნდა გადაწყდეს.
უცხო ქვეყნის განაჩენის საქართველოში აღსრულების პირობები
უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა დანაშაულის მცდელობისათვის დასრულებული დანაშაულისათვის დადგენილი მაქსიმალური სასჯელის დანიშვნა საქართველოში უცხო ქვეყნის განაჩენის აღსრულების პირობების განსაზღვრისას. პალატამ მიუთითა, რომ მცდელობისათვის სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მაქსიმუმის სამ მეოთხედს. მან საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და შვიდი წლის ნაცვლად ხუთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.
პალატამ განიხილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების მიზნით გამოტანილი დადგენილება. მან დასაბუთებულად მიიჩნია საქართველოს კანონით ქმედებების კვალიფიკაცია და თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. დაზარალებულებისთვის თანხის უკვე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები მსჯავრდებულს შეუძლია წარუდგინოს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღმასრულებელ ორგანოს.
უცხო სახელმწიფოს განაჩენის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
საქმე ეხებოდა უცხო სახელმწიფოს განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ამ პროცედურაში უცხოური განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არ მოწმდება და კონტრაბანდისთვის ხუთწლიანი სასჯელი საქართველოს კანონს შეესაბამებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისობაში მოყვანის განჩინება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა, ამძიმებდა თუ არა უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული პირისთვის საქართველოში სასჯელის დარჩენილი ნაწილის მკაცრი რეჟიმით მოხდა მის მდგომარეობას. პალატის დასკვნით, სასჯელის ხასიათი და ხანგრძლივობა არ გაზრდილა და მკაცრი რეჟიმის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამებოდა. მსჯავრდებულისა და მისი დამცველის საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილის მკაცრი რეჟიმით მოხდის შესახებ დადგენილება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;ე) სასჯელის სახე (ძირითადი და დამატებითი) და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყების და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
620-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: ჩამონათვალიდან ამოღებულია სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მითითება და დაზუსტებულია სასჯელის სახისა და ვადის ფორმულირება.