საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 254. ექსტრადიციის მოთხოვნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს იმ პირის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მიმართაც საქართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან რომლის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით, ან როცა ის მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულისათვის.

3.გადმოცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელსა და გვარს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის; გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის საჭიროების შესახებ; დ) მითითებას გადმოსაცემი პირის გადმოცემის ადგილის, დროის, წესისა და იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც იგი გადმოეცემა.

4.ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან საბრალდებო დასკვნა, დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ, მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა დამატებითი დოკუმენტები.

5.ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს გერბიანი ბეჭდით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს იმ პირის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მიმართაც საქართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან რომლის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით, ან როცა ის მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულისათვის. 3. გადმოცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელსა და გვარს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის; გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის საჭიროების შესახებ; დ) მითითებას გადმოსაცემი პირის გადმოცემის ადგილის, დროის, წესისა და იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც იგი გადმოეცემა. 4. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან საბრალდებო დასკვნა, დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ, მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა დამატებითი დოკუმენტები. 5. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს გერბიანი ბეჭდით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006

    254-ე მუხლის მე-4 ნაწილში ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართების ჩამონათვალი ახლებურად განისაზღვრა და ჩამონათვალიდან ამოვიდა დაკავებისა და ჩხრეკის დადგენილებები და გამამტყუნებელი განაჩენის ასლი. დაემატა მე-5 ნაწილი გერბიანი ბეჭდით დამოწმების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    254-ე მუხლის პირველ ნაწილში მოქალაქის გადმოცემის მოთხოვნისთვის ბრალის წაყენების ნაცვლად საჭიროა ბრალდებულად მიცემის დადგენილების გამოტანა; გამამტყუნებელი განაჩენის წინაპირობა უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2423216283¹290165⁷4515338026254
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…