საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას, გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამასთანავე, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.

2.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

3.თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის მიმართ ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას, გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამასთანავე, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული. 2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის მიმართ ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    253-ე მუხლის მე-3 ნაწილში უცხო ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენ მოქალაქესთან დაკავშირებული უფლებამოსილება ახლა მოიცავს გამოძიებისა და განაჩენის გამოტანას, ხოლო საქმის აღძვრა აღარ არის მოხსენიებული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
621¹³⁴21¹³³290289424945101653³52253
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…სამართალდაცვით სფეროში…