1.საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.
2.საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 თვით, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებისათვის გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – კიდევ 2 თვემდე აგრძელებს საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.
4.ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახელმწიფოდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
6.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული საექსტრადიციო პატიმრობის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.2. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 თვით, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებისათვის გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – კიდევ 2 თვემდე აგრძელებს საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.4. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახელმწიფოდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.6. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.7. ამ მუხლით გათვალისწინებული საექსტრადიციო პატიმრობის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლი.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №99 · ძალაშია 15 მარ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
21 აგვ. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
მე-3 ნაწილში გაგრძელების ორივე ვადა გახდა „2 თვემდე“, ხოლო მეორე გაგრძელებას წყვეტს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია. დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც საექსტრადიციო პატიმრობაზე ავრცელებს 243-ე მუხლს.
· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006
259-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი და საოლქო სასამართლოები შეიცვალა სააპელაციო სასამართლოთი, რაიონულ სასამართლოს დაემატა „(საქალაქო)“, ხოლო ზმნები შესაბამისად დაზუსტდა.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
259-ე მუხლი სრულად გადაიწერა: დაკავების შესახებ პროკურორს ეცნობება და 48 საათში სასამართლოს მიმართავს, პატიმრობა 3 თვეა და გრძელდება 2+2 თვით, მოქალაქეობის დადგენისას პირი თავისუფლდება, ხოლო ახალი მე-5 და მე-6 ნაწილები ადგენს საქმის გამოთხოვასა და შეტყობინებას.
· გამოქვეყნდა 5 სექ. 2003
მე-4 ნაწილში პირის აღმნიშვნელი ტერმინი „გადასაცემ პირს“ შეიცვალა ტერმინით „ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს“; დაცვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება უცვლელია.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
259-ე მუხლის მე-3 ნაწილში გადაცემისთვის დაპატიმრებულის პატიმრობის ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე გაიზარდა.
259-ე მუხლის პირველ ნაწილში გადაცემის მოთხოვნას თანდართული ორდერი ახლა შეიძლება გაცემული იყოს შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, ხოლო დოკუმენტის სახელწოდებებს დაემატა დადგენილება.
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…