1.ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.
2.პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3.მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;
ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას.
გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;
დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.
4.პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა, ასევე იმავე სქესის სპეციალისტმა თუ ის მოწვეულია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას.გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა, ასევე იმავე სქესის სპეციალისტმა თუ ის მოწვეულია.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
325-ე მუხლის მე-4 პუნქტში გაშიშვლებასთან დაკავშირებულ ჩხრეკას ახლა ატარებს იმავე სქესის თანამდებობის პირი, ასევე მოწვევის შემთხვევაში იმავე სქესის სპეციალისტი. იმავე სქესის დამსწრეთა მონაწილეობის მითითება ამოღებულია.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებსაქართველოს გარემოს და…