1.გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის პირადად მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.
2.საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.
3.გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.
4.გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი , რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან / და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში , აგრეთვე სასამართლოში .
5.საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
როგორ გადაანგარიშდება ჯანმრთელობის დაზიანების გამო უკვე დანიშნული ყოველთვიური სარჩო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ცვლილებისას?
ყოფილი მემანქანეები მოითხოვდნენ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანებისთვის დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას და მასთან დაკავშირებული თანხების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უკვე დანიშნული სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილებისას გადაანგარიშდება შესაბამისი წესის მე-12 მუხლით, ხოლო მე-11 მუხლი გამოიყენება სარჩოს პირველად განსაზღვრისას. სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და მოსარჩელეთა საჩივარი მხოლოდ ადვოკატის ხარჯების ნაწილში დააკმაყოფილა. სსსკ-ის 410-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
როდის და რა ოდენობით უნდა გაიზარდოს საწარმოო ტრავმის გამო უკვე დანიშნული ყოველთვიური სარჩო ხელფასის ზრდისას?
ყოფილმა მემანქანეებმა მოითხოვეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების გამო დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება და თანხების ანაზღაურება. დავა შეეხებოდა ხელფასის ზრდისას უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესსა და სარჩოს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სარჩოს ზრდა ხელფასის მომატების მომენტიდან სრული ოდენობით უნდა განხორციელდეს, ხოლო საგადასახადო შეღავათის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განმარტება გაიზიარა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გადაანგარიშების მოთხოვნაზე უარის ნაწილი გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
როგორ განისაზღვრება მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩო, როდესაც გარდაცვლილს მხოლოდ ერთი სარჩენი ჰყავდა?
დავა ეხებოდა მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოსა და ერთჯერადი დახმარების გადაანგარიშებას. უზენაესმა სასამართლომ ყოველთვიური სარჩოს მოთხოვნის უარყოფა უცვლელად დატოვა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საშუალო ხელფასი მარჩენალზე და ერთადერთ სარჩენზე იყოფოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ერთჯერადი დახმარების გაანგარიშებისას იმავე ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობის ანაზღაურებაც უნდა გათვალისწინებულიყო და დახმარება დაბეგვრას ექვემდებარებოდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს ერთჯერადად 9688,8 ლარი დაეკისრა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის პირადად მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.3. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.4. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი , რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან / და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში , აგრეთვე სასამართლოში .5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
43-ე მუხლის მე-4 ნაწილში უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტებიდან ამოღებულია არბიტრაჟში წარმომადგენლობა.